სამართალი


ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 664 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყებაში განმარტავენ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
26 თებერვალი, 2021 , 17:15

პროკურატურამ ვახო სნაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ 3 პირს ბრალი წარუდგინა
26 თებერვალი, 2021 , 15:50

სტრასბურგის სასამართლომ 2010-2011 წლების საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა
26 თებერვალი, 2021 , 10:45

პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე
25 თებერვალი, 2021 , 20:23
ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით - ადვოკატი
25 თებერვალი, 2021 , 20:02

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
25 თებერვალი, 2021 , 19:33