უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 მარტი, 2017 11:35
font-size

ბოლო 3 დღის განმავლობაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად რუსთავში 5 ადამიანი გარდაიცვალა

რუსთავის მერის დავით ჯიქიას ინიციატივით, ქალაქში ბუნებრივი აირით გახშირებული ინტოქსიკაციის შემთხვევების გამო, კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახა გუგეშაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსთავში, ბოლო პერიოდში, CO-თი ინტოქსიკაციის გახშირებული შემთხვევების სავარაუდო მიზეზებსა და პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელის, გელა წერეთელის განცხადებით, ბოლო დროს, რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მომატებული ფაქტები მოსახლეობის მხრიდან წყლის გამაცხელებლის და გამათბობლების მონტაჟისას ტექნიკური ნორმების დარღვევევას უკავშირდება.

,,ბოლო დღეების განმავლობაში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ქალაქში 5 ადამიანი გარდაიცვალა. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ამ ადამიანების ოჯახებს. სამწუხაროდ, ამ სავალალო მდგომარეობამდე არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობლებს მივყავართ. ბოლო ორი შემთხვევაში, რომლებიც ფატალურად დასრულდა, ორივე მისამართზე, ,,სოკარის“ წარმომადგენლებს შემთხვევამდე 4 დღით ადრე ჰყავდათ მოქალაქე გაფრთხილებული, რომ გამათბობელი არასწორად იყო დამნტაჟებული და მისი დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, მოსახლეობა ასეთ რეკომენდაციებს იშვიათად ითვალისწინებს. ჩვენ მივედით შეთანხმებამდე, რომ მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად დაეხმარება ,,სოკარ-ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვისცენტრს მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებაში.

დავიწყებთ საინფორმაციო ფლაერების დარიგებას და განმარტებების მიცემას, თუ რა საფრთხეს უქმნის ადამიანს ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობლები. გარდა ამისა, იმ მისამართებზე, სადაც ინტოქსიკაციის ფატები დაფიქსირდა, კიდევ ერთხელ მოხდება ადგილზე გასვლა და გადამოწმება მოხდა თუ არა კომპანიის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესრულება. გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ ხომ არ მოხდეს CO-ს მაჩვენებლის ინდიკატორების დამონტაჟება ბინებში, თუნდაც თანადაფინანსების პრინციპით კომპანიასთან ერთად. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ პრევენციის ღონისძიებები გავატაროთ, რადგან დღეს შექმნილი მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია და რაიმე გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, რადგან ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეა და უნდა გავუფრთხილდეთ მას“, - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შემთხვევების საფრთხის შემცირების მიზნით, რუსთავის მერია და ,,სოკარ ჯორჯია გაზი’’ ერთობლივ საინფორმაციო სახის ღონისძიებებს გაატარებენ.

თვითმმართველობისა და კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობაში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ, შემოწმდება ყველა ის ბინა, სადაც არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ თანამშრომლების მიერ ქსელიდანაა მოხსნილი და შედგენილია სათანადო აქტიც.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. 1-ელი თებერვლიდან დღემდე, რუსთავში გაზით ინტოქსიკაციის 120 შემთხვევაა დაფიქსირებული.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი