უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 სექტემბერი, 2017 12:15
font-size

ბოლო 3 თვეში სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოართვეს

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებიდან პირველ სექტემბრამდე, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო, საქართველოს მასშტაბით, მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოერთვა.

ინფორმაციას ,,პირველი არხი“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს მონაცემებით, კანონის ამოქმედების დღიდან, პირველი ივლისიდან პირველ სექტემბრამდე, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, მართვის მოწმობის ექვსი თვით ჩამორთმევით მხოლოდ თბილისში დაჯარიმდა 836 მძღოლი. თბილისის შემდეგ, ლიდერობს აჭარა, სადაც მართვის უფლება შეუჩერდა 503 მძღოლს, ჯარიმის რაოდენობით, გამოირჩევა ქვემო ქართლიც, სადაც მართვის მოწმობა 368 ნასვამ მძღოლს ჩამოართვეს.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა მცხეთაში, სადაც ალკოჰოლურ სიმთვრალეზე მართვის მოწმობის ჩამორთმევით 49 მძღოლი დააჯარიმეს.

1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა და “უკონტაქტო პატრულირება“ ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.

საკვანძო სიტყვები:

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს დროულად გათბობისკენ მოუწოდებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:35

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას მოუწოდებს დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა. "ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხელბლად და სრულყოფილად წარმართვი

საერთაშორისო ექსპერტებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა გამჭვირვალეა - ამირან გამყრელიძე

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა სრულიად გამჭვირვალეა და მოსახლეობისთვის სადრთხეს არ წარმოადგე

თბილისის ვიცე-მერის თქმით, სანამ ფონიჭალაში ყველა საფრთხე აცილებული არ იქნება, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვიდრე ყველა რისკი თავიდან აცილებული არ იქნება, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ. მისივე თქმით, ექსპერტების მუშაობის დას

მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი დაათვალიერა

16 ნოემბერი, 2018 , 14:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაათვალიერა.  “კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამ

ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე, არამედ ბაქტერიაზე, შესაბამისად, ყველა გაციების დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკის დანიშვნა - ამირან გამყრელიძე

16 ნოემბერი, 2018 , 14:05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჭიროა, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიბიოტიკებ

ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები, აქცია გაიმართება

16 ნოემბერი, 2018 , 14:05

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“  ორგანიზებით, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ შავ მონაკვეთზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები აქცია გაიმართება. ,,18 ნოემბერს, კვირას, 14:00 ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`