უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მაისი, 2019 13:35
font-size

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ნავთობის მსოფლიო ფასი 48 პროცენტით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საწვავი საქართველოში არ გაიაფებულა - `საერთაშორისო გამჭვირვალობის` კვლევა

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ნავთობის მსოფლიო ფასი 48 პროცენტით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საწვავი საქართველოში არ გაიაფებულა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანალიტიკოსები ამბობენ, მიზეზი ლარის 53 პროცენტით გაუფასურება და საწვავზე აქციზის გადასახადის გაზრდაა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 2014-2018 წლის ტენდენციები შეისწავლა და დაასკვნა, რომ საწვავის ხარისხის კონტროლი გაუმჯობესდა, ბაზარზე კონკურენცია კი გაიზარდა. კვლევის თანახმად, საწვავის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებად რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი არიან. 2014 წლიდან რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5-დან 27 პროცენტამდე გაიზარდა.

"შემაშფოთებელია, რომ რუსეთიდან წილი იზრდება ძალიან სწრაფად ჩვენ უნდა ვცდილობდეთ,რომ ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული, მით უმეტეს სტრატეგიულ პროდუქტებში და არ უნდა სარგებლობდეს ქართული ბაზრით რუსული კომპანიები და რუსული მხარე.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ფასის ცვლილებაზე გავლენა, რადგან ლარის კურსია ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აქვს გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ფასი შემცირებულია და შეიძლება კიდევ შემცირდეს, თუ ლარის კურსის გაუფასურება შენარჩუნდება საცალო ქსელში ბენზინი გაძვირდება. ეს შეიძლება შეაკავოს მთავრობა, რომ ვთქვათ აქციზის ფასი შეამციროს, მაგრამ ვნახეთ, რომ საკმაოდ შეამცირებს ეს საბიუჯეტო შემოსავლებს, თან ასეთი ლარის გაუფასურების პირობებშიო მაინც არ იქნება იმის დაზღვევა,რომ საბოლოო ჯამში ბენზინი გაიაფდება,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ბესიკ ნამჩავაძე.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი