უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2018 16:05
font-size

ბოლო ერთი თვე ქართული სპორტისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა - მიხეილ ბატიაშვილი

ქართული სპორტისთვის ბოლო ერთი თვე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა - 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, ჩვენმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი მედალი მოიპოვეს, - განაცხადა განათელბის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ტუნირებზე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ახალგაზრდა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ჩატარებულ შეჯიბრებებში ჯამში ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 146 მედალია. აქედან 70 ოქრო, 36 ვერცხლი და 40 ბრინჯაო.

აქ საუბარია სპორტის 10 სახეობაზე, რომელშიც შედის როგორც ოლიმპიური, ასევე პარალიმპიური სპორტის სახეობები.

ბატიაშვილის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ძალოსანი ლაშა ტალახაძის მსოფლიოს ჩემპიონობა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ლაშამ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მსოფლიოს ახალი რეკორდები დაამყარა. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა რევაზ დავითაძე (89 კგ), რომელმაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ატაცში ბრინჯაო მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ (+ 109 კგ).

ძიუდოში გამოსარჩევია მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ლაშა ბექაურის (90 კგ) და გელა ზაალიშვილის (+100 კგ) ჩემპიონობა და ჭიდაობაში ასევე ახალგაზრდულ პირველობაზე მოპოვებული ოქროს მედლები - ნუგზარ წურწუმია (ბ/რ, 55 კგ), გელა ბოლქვაძე (ბ/რ, 82 კგ), ზვიად პატარიძე (ბ/რ, 130 კგ), ავთო კენჭაძე (თავისუფალი, 74 კგ), ნიკა კენჭაძე (თავისუფალი, 79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი, 97 კგ).

სამბოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. საჭიდაო სახეობებში პირველად, საქართველოს ჰყავს ქალი მსოფლიოს ჩემპიონები - ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე. ვახტანგ ჩიდრაშვილი უკვე 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია.

ქართული სამბოს ისტორიაში პირველად, ქალთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდნენ ვაჟები.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი