პოლიტიკა


ბოლო პერიოდში ვხედავთ გააქტიურებულ ე.წ. რბილ ძალას, რომელიც სხვადასხვა მექანიზმით ცდილობს საქართველოში შემოსვლას - გიორგი ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციური ძალა - „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისში ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის გახსნაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში გააქტიურებულია რუსული რბილი ძალა, ხოლო ამ საფრთხის განეიტრალებით სუს-ი უნდა იყოს დაკავებული.
„ბოლო პერიოდში ვხედავთ გააქტიურებულ ე.წ. რბილ ძალას, რომელიც სხვადასხვა მექანიზმით ცდილობს საქართველოში შემოსვლას. ეს ყველაფერი არის საფრთხის შემცველი ქვეყნისთვის. რატომ? იმიტომ, რომ აქ ხდება ძალიან ბევრი ადამიანის „დავერბოვკება“, მათი აგენტებად ქცევა. სუს-ი, რომელიც დღეს დაკავებულია პოლიტიკური პოლიციის რანგში, ის უნდა იყოს კონტრდაზვერვის სამსახური, რომელიც სწორედ ასეთ საფრთხეებს უნდა ანეიტრალებდეს“, -თქვა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ევრაზიული კავშირის ფორუმი თბილისში ხვალ უნდა გაიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ საორგანიზაციო დეტალები გასაიდუმლოებულია, ცნობილია, რომ ფორუმში მონაწილეობისთვის მოსაწვევები გაგზავნილია და სტუმრებს შორის არის დელეგაცია რუსეთიდან.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30