უკან

კომენტარი

14 დეკემბერი, 2019 15:10
font-size

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით. - სოზარ სუბარი

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით. არც ერთი მისი განცხადება არ ჯდება არც იმ ეთიკაში, რომელიც სახალხო დამცველს უნდა და არც ზოგადად ადამიანური ეთიკაში, იმიტომ რომ ვერ მოიყვანს ამის ვერც ერთ მაგალითს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარმა სახალხო დამცველის იმ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხება.

„თუ ვინმე იტყვის რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა 100 ათასი ადამიანი, თუ არ ვიცი, რამდენი მოვა, შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს, ვიღაცამ ძალით მოიყვანა, არ ვიცი, მსგავსი რამ არ არსებობს. შეუძლებელია, რომ არსებობდეს და როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, კარგი იქნება კონკრეტული მაგალითების მოყვანა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წევრები, რომლებიც იტყვიან ამას, თითქოს მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მსგავსი რამე არ მომხდარა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა უკანასკნელ დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხებოდა.

სოზარ სუბარის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნიშანია - გიგა ბოკერია

17 იანვარი, 2020 , 16:31

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის მაგალითი და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ

სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა - გიორგი გახარია

17 იანვარი, 2020 , 15:25

გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

გიორგი გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე - მაინცდამაინც დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას

17 იანვარი, 2020 , 14:41

ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება. „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ

გიგი უგულავა - ეს არის მორიგი ცინიზმი ივანიშვილის მხრიდან, ირაკლი შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ოთარ ფარცხალაძის რეანიმაციას

16 იანვარი, 2020 , 16:07

ესაა მორიგი ცინიზმი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო,- ასე ეხმაურება„ევროპული საქარ

გია ვოლსკი - თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მე მხარს დავუჭერ

16 იანვარი, 2020 , 15:55

თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას, მე მხარს დავუჭერ, მის პერიოდში საკმაოდ ბევრი საქმე არის სწორად წარმართული, - ამის შესახებ პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი

გიგა ბოკერია „ენდიაის“ კვლევაზე - ოპოზიცია აშკარად ჯაბნის „ქართულ ოცნებას“, „ევროპული საქართველოსთვისაც“ კარგი მონაცემებია

16 იანვარი, 2020 , 15:22

ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`