უკან
პოლიტიკა
29 იანვარი, 2024 14:33
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიფინგი 17:00 საათზე დაიწყება.
მოსალოდნელია, რომ ღარიბაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.