უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
23 სექტემბერი, 2017 12:25
ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა
სოფელ სკრასთან ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა