საზოგადოება


ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილი ცეცხლის კერა ლოკალიზებულია - გიორგი მღებრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილი ცეცხლის კერა ლოკალიზებულია. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს კახეთში, საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ბორჯომი-წაღვერის მიმართულებით მეშვიდე კილომეტრზე ნამდვილად გაჩნდა ხანძარი. ეს არის ნახანძრალი ტერიტორია და დღეს იქ ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ლოკალიზება გვაქვს. სახანძრო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა“, - თქვა მინისტრმა.
ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლს ერთი კვირის განმავლობაში აქრობდნენ, დამწვარია დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43