უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აგვისტო, 2017 13:10
font-size

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი მიღება აღარ გაიმართება - გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი დაგეგმილი მიღება პრეზიდენტის სასახლეში აღარ გაიმართება.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე შეთანხმდნენ, რომ დღევანდელი მიღება გაუქმდეს“, - თქვა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წინა წლებთან შედარებით უფრო მოკრძალებული იქნება.

„კონსტიტუციის დღის აღნიშვნა ერთგვარ ტრადიციად იქცა. უკვე სამი წელია სხვადასხვა ფორმით აღინიშნება კონსტიტუციის დღე, მათ შორის დღეს გვინდოდა, რომ ამ დღის აღნიშვნა ყოფილიყო უფრო მასშტაბური, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაწყდა მხოლოდ მინიმალისტური ღონისძიებების ჩატარება, მაგრამ მთავარი რაც იყო და რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, კონსტიტუციის ქუჩაზე, ახალგაზრდების ინიციატივით საღამოს 18:00 საათიდან კონსტიტუციის დღე აღინიშნება. ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, მათ შორის გაიმართება გამოფენა და აქ წარმოდგენილი იქნება ერთგვარი ისტორიული კონტექსტი საქართველოს კონსტიტუციის შესახებ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი და თითოეული ახალგაზრდისთვის საინტერესოა“, - თქვა აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი რეგიონებშიც, მათ შორისაა საფეხბურთო ტურნირი შიდა ქართლში, ძიუდოში ტურნირი - პანკისის ხეობასა და ჭადრაკის ტურნირი თელავში.

დღეს საქართველოს კონსტიტუციას 22 წელი უსრულდება. სახელმწიფოს ძირითადი კანონი საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო. დოკუმენტი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

ანა მებურიშვილი

ამ ადამიანებმა ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული - სალომე ზურაბიშვილი

8 აგვისტო, 2020 , 12:45

აგვისტოს ომის გმირები სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ. ჩვენ კი ერთიანობის ნაცვლად, დაპირისპირებაზე ვართ გადასული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურ

თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას - გიორგი გახარია

8 აგვისტო, 2020 , 12:45

თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 216 შემთხვევაა დადასტურებუ

სოფელ მერეთში ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის&l

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

8 აგვისტო, 2020 , 11:35

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშ

მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს - „ქართული ოცნება“

8 აგვისტო, 2020 , 11:35

საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას, – ამის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე