უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მაისი, 2019 13:00
font-size

ბორჯომის მერმა კობა წაქაძეს საიუბილეო თარიღი მიულოცა

ლეგენდარული ბაკურიანელი სპორტსმენი, ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე იუბილარია.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, წაქაძეს 85 წლის იუბილე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ, სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენელმა გოჩა გობრონიძემ მიულოცეს.

ხელმძღვანელმა პირებმა კობა წაქაძე მადლიერების სიგელით, სპეციალურად დამზადებული სახელობითი სკულპტურითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს.

თავის მხრივ, სპორტსმენმა სტუმრებს საკუთარ სახლში მოწყობილი მუზეუმი დაათვალიერებინა და მათ ის ისტორიებიც გაუზიარა, რომლებიც მუზეუმში დაცულ ჯილდოებს, შეჯიბრებებიდან ჩამოტანილ სხვა ნივთებსა და ნაჩუქარ სუვენირებს უკავშირდებოდა.

„კობა წაქაძემ ტრამპლინიდან ხტომაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და გასული საუკუნის 50-60-იან წლებში საყოველთაო აღიარება მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა.

კობა წაქაძე არის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი და ერთადერთი ქართველი, რომელმაც ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი