უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 მარტი, 2018 17:45
font-size

ბორჯომის მერმა მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებაში ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე დაადანაშაულა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ლიპარტიამ ბორჯომში შექმნილ კრიზისში ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, ჩაჩანიძისა და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატის ვიწროპარტიული ინტერესების გამო მერიის თანამშრომლები 3 თვეა, ხელფასს ვერ იღებენ.

ლიპარტიამ თქვა, რომ მზადაა, უარი თქვა საკუთარი ხელფასის გაზრდაზე.

„უკვე რამდენიმე თვეა ბორჯომის მუნიციპალიტეტში კონკრეტული ძალები ხელოვნურად ცდილობენ კრიზისის შექმნას. უკანასკნელი 3 თვის მანძილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება, რაც საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი საკრებულოს წევრების დესტრუქციული ქმედებების შედეგია. მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამო თვეების განამვლობაში უხელფასოდაა დარჩენილი ასეულობით ადამიანი, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან.

მსგავსი დესტრუქციული სახის ქმედებები აფერხებს მუნიციპალური სამსახურების გამართულ საქმიანობას, ამის გამო კი მოსახლეობას შესაბამისი სერვისებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევა.

რიგ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, ისინი საუბრობენ, რომ თითქოს მე მსურს საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და სწორედ ამის გამოა ბორჯომში მსგავსი ვითარება შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივი სარგოს ზრდას კანონი ითვალისწინებს, როგორც მუნიციპალიტეტის დემოკრატიულად არჩეული მერი, მზად ვარ, უარი ვთქვა საკუთარი ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე.

მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მხარდამჭერებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, გვერდზე გადადონ ვიწროპარტიული ინტერესები და მხარი დაუჭირონ მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლისთვის კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ზრდას, საშულება მისცენ მერიის თანამშრომლებს, სრულყოფილად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და დაასრულონ ის დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს უკანასკნელი დღეების და თვეების მანძილზე“, - წერია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებაში.

გუშინ ბორჯომის საკრებულოში რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უნდა განხილულიყო ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხი. თავდაპირველად საკითხი ჩავარდა, რადგან 26 დეპუტატიდან მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 11-მა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ხოლო 15-მა ოპოზიციონერმა საკრებულოს წევრმა არა. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ ხელფასების საკითხი დამტკიცდა.

დღეს დილიდან კი ბორჯომის საკრებულოსთან მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც შენობაში არ შეუშვა საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციონერი დეპუტატები. მერიის თანამშრომლები მოითხოვენ ჩაჩანიძისგან, ხელი მოაწეროს საკრებულოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ხელფასების ზრდის შესახებ.

ანა მებურიშვილი

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი