უახლესი ამბები
- 16.01.2021 11:35კახეთის პოლიციამ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
- 16.01.2021 11:35ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- 16.01.2021 11:35მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
- 16.01.2021 11:35პოლიციამ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა
- 16.01.2021 11:08დღის კალენდარი _ 16 იანვარი
არქივი
პოლიტიკა


ბორჯომის მოვლენების გამო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა დატოვეს
„ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა დატოვეს, სადაც ითხოვდნენ ბორჯომში დატრიალებულ მოვლენებზე მსჯელობას.
წასვლას წინ უძღოდა ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება. გაბუნიას შეფასებით, მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლამ ბორჯომში მოვლენების ესკალაცია გამოიწვია. ამ განცხადების საპასუხოდ მელიამ გაბუნიას უნამუსო უწოდა.
სხდომაზე ენმ ასევე ითხოვდა, რომ კომიტეტს თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. ამაზე ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ბორჯიმის საკითხზე სამსჯელოდ მზადაა სხდომის შემდეგ, კონსულტაციების ფორმატში.
ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებისთვის მზადაა.
პარალელურად ბორჯომის საკრებულოს შენობასთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შიგნით არ შეუშვეს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.
გუშინ ბორჯომის საკრებულოში რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უნდა განხილულიყო ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხი. თავდაპირველად საკითხი ჩავარდა, რადგან 26 დეპუტატიდან მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 11-მა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ხოლო 15-მა ოპოზიციონერმა საკრებულოს წევრმა არა. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ ხელფასების საკითხი დამტკიცდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

NATO-ს გენერალური მდივანი 22 იანვარს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება
15 იანვარი, 2021 , 15:45

გიგლა ბარამიძემ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა
14 იანვარი, 2021 , 16:00

იაგო ხვიჩია - კომუნიკაციის პრობლემა არც ერთ პარტიასთან და ლიდერთან არ მაქვს, ყველასთან მაქვს კონსულტაცია, „ქართული ოცნების“ ჩათვლით
14 იანვარი, 2021 , 16:00

თუ არც არავინ შემოვა და არავინ მოაწერს ხელს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შეთანხმებას, ჩვენ, „მოქალაქეები“ მზად ვართ, რომ ინდივიდუალურად ამას ხელი მოვაწეროთ - ალეკო ელისაშვილი
14 იანვარი, 2021 , 15:19

სახელმწიფო დროშის სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა - საქართველოს პრეზიდენტი
14 იანვარი, 2021 , 14:55

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს - გიორგი გახარია
14 იანვარი, 2021 , 12:00