უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 იანვარი, 2017 16:40
font-size

ბორჯომის ცენტრში მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ბორჯომში , ქალაქის ცენტრში 200-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი ეპისკოპოსის, მეუფე სერაფიმე ჯოჯუას მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეების თქმით, მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლა “კონკრეტული პირების მიერ მასზე ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელების“ გამო მოხდა.

„დარწმუნებული ვარ, არც ერთ ბორჯომელს, ვინც მეუფე სერაფიმეს იცნობს, ეჭვი არ ეპარება მის ღვთისნიერებაში, მის სიკეთესა და პატიოსნებაში. მისი ამ ეპარქიიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეულმა პირებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს და ბინძური ჭორები ააგორეს”, - აცხადებს ბორჯომის მცხოვრები ნუნუკა მეზვრიშვილი.

მეუფე სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსი 2016 წლის აპრილიდან აღარ არის. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად მისი პირადი თხოვნა დასახელდა.

2017 წლის 17 იანვარს გახდა ცნობილი, რომ მეუფე სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნებოდა. ამ ფაქტს 3 სასულიერო პირის პროტესტი მოჰყვა. მათ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, რომ მეუფე სერაფიმე მიუღებელია მათთვის, რადგან რამდენიმე თვის წინ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

დღეს მეუფე სერაფიმემ თავის ფეისბუქზე დაწერა, რომ უარს ამბობს გერმანიასა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე.

ანა მებურიშვილი


საკვანძო სიტყვები:

თერჯოლაში ტრაქტორი გადაბრუნდა და 18 წლის ბიჭი მოიყოლა

12 ნოემბერი, 2018 , 11:15

თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში მომხდარ შემთხვევას ახლაგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი გადაბრუნდა და 18 წლის ბიჭი მოიყოლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომ

ბაღდათში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი დილიდან განახლდა

12 ნოემბერი, 2018 , 11:00

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი დღეს დილიდან განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს. იწვის შერეული ტყის ქვედა

სოფელ ქვათახევის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

12 ნოემბერი, 2018 , 11:00

კასპში, სოფელ ქვათახევის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰექტარი მიწის ფართობი. უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ცოც

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

10 ნოემბერი, 2018 , 17:20

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. საგანგებო სიტუაციე

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

10 ნოემბერი, 2018 , 17:20

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძება სსკ-ის 187 -ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხ

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კვადროციკლის მძღოლი დაიღუპა

10 ნოემბერი, 2018 , 15:25

სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი კვადროციკლით გადაადგილების დროს „სიღნაღქალაქობისთვის” დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა და დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი კვადროციკლს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. როგორც თვი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`