უკან

საზოგადოება

11 ოქტომბერი, 2017 23:38
font-size

ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილ მიტროპოლიტ სერაფიმეს წმინდა სინოდმა მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა და მამათა მონასტერში გაამწესა

წმინდა სინოდმა ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილ მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა, მამათა მონასტერში გაამწესა და ყოველთვიური ფინანსური დახმარება დაუნიშნა. გადაწყვეტილება საპატრიარქოში გამართულ დახურულ სხდომაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, სერაფიმე ჯოჯუა 2016 წლის აპრილიდან აღარ არის ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი. ის თანამდებობიდან ილია მეორესადმი გაგზავნილი პირადი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. შემდგომ ის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დანიშნეს, თუმცა ეს საკადრო ცვლილება გააპროტესტეს იქ მოღვაწე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა. მათ წერილი გამოაქვეყნეს, სადაც განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტის დანიშვნა, რადგან მან ბორჯომი „მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო“ დატოვა. მათ გააფრთხილეს საპატრიარქო, რომ მეუფე სერაფიმეს დამოურჩილებლობას გამოუცხადებდნენ. წერილის საპასუხოდ სერაფიმე ჯოჯუამ უარი თქვა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის ხელმძღვანელობაზე. მან განმარტა, რომ მარტო ყოფნა და ლოცვა სურს.

გარდა ამისა, სინოდის გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურების უფლება აღუდგა მთავარეპისკოპოს ექვთიმეს , ხოლო ეპისკოპოს ქრისტეფორე წამლაიძეს მოუწოდეს, დაემორჩილოს სინოდს და წავიდეს მონასტერში სინანულისთვის.

დახურულ სხდომაზე ასევე განიხილეს მამა გიორგი მამალაძის საკითხი. საპატრიარქო ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სააპელაციო-საკასაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი