უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 სექტემბერი, 2017 15:55
font-size

ბორჯომში ნახანძრალ ტერიტორიაზე მოსალოდნელია სტიქიური პროცესების წარმოქმნა, რაც სოფელ დაბას საფრთხეს შეუქმნის - ექსპერტები

ბორჯომის ტყის ნახანძრალ ტერიტორიას გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტები სწავლობენ.

ისინი ვითარებას ადგილზე აფასებენ და შეიმუშავებენ სპეციალურ გეგმას, თუ როდის და როგორ უნდა დაიწყოს, დაალოხებით 800 ჰექტარის განადგურებული ტყის აღდეგა.

ამასთან, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ აღდგენითი სამუშაოები დროულად არ დაიწყებას, ძლიერმა წვიმამ, შესაძლოა, ადგილობრივები ძლიერი მეწყერის საფრთხის წინაშე დააყენოს.

როგორც ჟურნალისტებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის პროექტის კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განუცხადა, მოსალოდნელია სხვადასხვა მიმართულების სტიქიური პროცესების წარმოქმნა, რაც მომავალში ტყის აღდგენას ხელს შეუშლის.

მისი თქმით, ამ პროცესების პრევენციისთვის საჭიროა სასწრაფო ღონისძიებების ჩატარება.

„ხანძრის შემდგომ მოსალოდნელია სხვადასხვა მიმართულებით სტიქიური პროცესების წარმოქმნა, რაც მომავალში ტყის აღდგენას ხელს შეუშლის და საფრთხეს შეუქმნის სოფელ დაბას. ამისთვის არის გასატარებელი სასწრაფო ღონისძიებები, როგორც მიმდინარე წელს, ასევე მასშტაბური და კომპლექსური მომავალი წლისთვის. შესაბამისად, საჭიროა სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან, პარლამენტთან, ფინასთა სამინისტროსთან და მოხდეს მისი ბიუჯეტირება“,-აღნიშნა გეთიაშვილმა.

დამოუკიდებელი ექსპერტის მარიამ მჭედლიშვილის შეფასებით, კი ადილზე გეოლოგიური კუთხით არის სამი უმნიშვნელოვანესი პრობლემა.

„პირველი, ტყე არ არის, რაც აძლიერებს ეროზიის საშიშროებას. მეორე, მოვა ნალექები, რომლებიც ასევე ჩამორეცხავს, აქაურობას და მესამე - ქანები ფაქტიურად არის ისეთი ტიპის, რომელიც ძალიან ადვილად ექვემდებარება უარყოფითი გეოდინამიკური პროცესების გამომწვევ ფაქტორებს. შესაბამისად, სასწრაფოდ არის მისაღები ზომები. ყოველმა დაგვიანებულმა დღემ შესაძლებელია გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესები და ჩვენ აქ ტყე ვეღარასოდეს ვერ აღვადგინოთ“,- განმარტა ექსპერტმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი