უკან

სამართალი

11 ივლისი, 2022 15:41
font-size

ტრეფიკინგის სააგენტოს მოთხოვნა: არჩილ კაიკაციშვილისთვის საადვოკატო საქმიანობის შეჩერებაზე - არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც შეეხება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სხვადასხვა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე უკანონო მოქმედებების, შემსრულებელი სოციალური მუშაკების, სხვა მოხელეების საჯარო მხილებისა და სავარაუდო კორუფციული ფაქტების გამოაშკარავების შემთხვევებზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელ არჩილ კაიკაციშვილის წინააღმდეგ სააგენტოს მხრიდან განხორციელებულ ქმედებას და დამდგარ შედეგს - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ არ დააკმაყოფილა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორი მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის პირისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოთხოვნა, არჩილ კაიკაციშვილის მიმართ საადვოკატო საქმიანობის შეჩერებისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის უფლების აკრძალვის შესახებ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ არჩილ კაიკაციშვილი საერთო სასამართლოებში არაერთ საქმეზე ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ორგანიზაცია კი არაერთი საჯარო უწყების საქმიანობის შესწავლითა და განხორციელებული მონიტორინგითაა დაკავებული.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ორგანიზაციის წარმოებაშია ახალგაზრდა ცნობილი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის საქმე, რომელიც წარმოადგენს მამასა და ბებიას შორის ერთმანეთის მიმართ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნებს. დასახელებული დავის ფარგლებში, არჩილ კაიკაციშვილი საერთო სასამართლოების წესით ახორციელებს ბავშვების ბებიის კანონიერი ინტერესების დაცვას. მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, 2022 წლის 24 იანვარს, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი - სააგენტოს საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო - სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკი მარიამ ცხვედიანი და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკი ნინო იობაშვილი, ბავშვების მამის სიძისა და იმავდროულად, მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. აღნიშნული ფაქტი არჩილ კაიკაციშვილისთვის ცნობილი გახდა 2022 წლის 26 იანვარს, რა დროსაც იმყოფებოდა ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების მიზნით.

მასალების გადაცემის პროცესში, სააგენტოს საჯარო სივრცეში მხილებისა და ფაქტების გასაჯაროებაზე ერთგვარი საპასუხო ქმედების მიზნით, არჩილ კაიკაციშვილს სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კუპრეიშვილმა, რომლის დაქვემდებარებაშიცაა სოციალური მუშაკები: მარიამ ცხვედიანი და ნინო იობაშვილი, მოუწყო პროვოკაცია - შექმნა დაპირისპირების მცდელობის ფორმატი, ხმაური, გამოავლინა არაკოლეგიალური ქცევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საპასუხო მოქმედებების მიღება და ადვოკატის წარმოჩენა თავდამსხმელ მდგომარეობაში. ინსცენირებას ესწრებოდა ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსი, ნინო ბუჩუკურიც, განვითარებულ მოვლენებს კი არჩილ კაიკაციშვილმა ადგილზევე უწოდა პროვოკაცია და მასალების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ დატოვა გიორგი კუპრეიშვილისა და ნინო ბუჩუკურის სამუშაო ოთახი და ფლიგელი, გადაინაცვლა სააგენტოს დირექტორ მერი მაღლაფერიძის კაბინეტთან და სურდა პირადად მოეხდინა დირექტორის ინფორმირება მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული მოხელეების ქმედებებზე, თუმცა მიიღო ინფორმაცია, რომ დირექტორი ადგილზე არ იმყოფებოდა, რაც აღმოჩნდა ტყუილი და საწინააღმდეგო დადასტურდა სამუშაო ოთახის კარის შეღებით, სადაც მერი მაღლაფერიძე იმყოფებოდა სამუშაო გარემოში და მას მიემართა, რომ გაეკონტროლებინა სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ქცევა და ქმედებები.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2022 წლის იანვარში, როგორც აღნიშნული ფაქტის შესახებ, ასევე ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმის ირგვლივ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა. აღნიშნული განცხადებების მიმართ არსებობდა სატელევიზო მედიის ღირსი ინტერესი. რაც მამამ ფარული შეთანხმებების შედეგად წამოიწყო, მოხდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მასშტაბური მხილება.

ორგანიზაციამ აჩვენა ბავშვის ინტერესების დაცვის საუკეთესო მაგალითი. შედეგად, ფარულ გარიგებებში მხილებული სააგენტოს სოციალური მუშაკების ქმედებების გადაფარვის მიზნით, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კუპრეიშვილმა და ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსმა, ნინო ბუჩუკურმა, 2022 წლის 31 იანვარს საჩივრებით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოითხოვეს არჩილ კაიკაციშვილისთვის საადვოკატო საქმიანობის შეჩერება და არასრულწლოვნებთან მუშაობის უფლების აკრძალვა. მოთხოვნა დაეფუძნა 2022 წლის 26 იანვარს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში შეხვედრის საპირისპიროდ ქმედებებით წარმოჩენის მსჯელობას და გიორგი კუპრეიშვილმა და ნინო ბუჩუკურმა არჩილ კაიკაციშვილს დასწამეს აგრესიული ქცევის გამოწვევა, ჩხუბის ინიცირება, შეუფერებელი გამონათქვამების წარმოთქმა, მაგიდის ამოყირავების მცდელობა, საქმიანი დოკუმენტაციის მიმოფანტვა, საკანცელარიო ზედაპირის ჩანგრევა, სააგენტოს დირექტორის კაბინეტში შეჭრა. საჩივრის ავტორებმა მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინეს სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი თანამშრომლები: თამარ გოცაძე, ეთერ ზურებიანი, ნანა მასახარაშვილი, ხატია თაბუკაშვილი, სალომე გადილია, გენადი სადუნაშვილი, ნინო აბრამიშვილი, ელენე მარტაშვილი, ანა პაპავა.

ამასთან, გიორგი კუპრეიშვილმა არჩილ კაიკაციშვილის წინააღმდეგ მოწმედ დაასახელა წარსულში, სხვა დავებზე მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი ლოლა კურკუმული, რომელიც, ასევე არასრულწლოვანი ბავშვების საქმეზე მამის წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც ახორციელებდა და შემდეგ კი - საქმიდან გავიდა.

თითოეულმა მოწმემ არჩილ კაიკაციშვილის წინააღმდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოში ჩვენება მისცეს, თუმცა ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ თვითმხილველი არ ყოფილა ადგილზე განვითარებული მოვლენების და „ესმოდათ ხმაური“. საქმის განხილვამ დაადასტურა, რომ სააგენტოში მომჩივნებთან არჩილ კაიკაციშვილის შეხვედრა შედგა არასამუშაო საათებში, რა დროსაც, დასახელებული მოწმეები სამსახურში აღარ იმყოფებოდნენ.

2022 წლის 4 მაისის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ნინო ბუჩუკურისა და გიორგი კუპრეიშვილის საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

ეთიკის კომისიის განხილვის კოლეგია გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ არჩილ კაიკაციშვილის მიერ არ ყოფილა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა.

კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადვოკატს არ დაურღვევია დავის მონაწილე, ამ შემთხვევაში - სააგენტოს წარმომადგენელთა პატივისცემის ვალდებულება. კოლეგიამ ცალსახად აღნიშნა, რომ მომჩივანის პრეტენზია, თითქოსდა ადვოკატმა სცადა მაგიდის აყირავება და მუშტი დაარტყა საკანცელარიო თეფშს, არ დადასტურებულა. კოლეგიამ არ დაადასტურა, რომ არჩილ კაიკაციშვილი რომელიმე მომჩივანს მოიხსენიებდა ღირსების შემლახველი გამონათქვამებით. კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოწმეთა პოზიციები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, იყვნენ სააგენტოს თანამშრომლები, რაც მათ მიუკერძოებლობას გამორიცხავს. გადაწყვეტილებაში, აგრეთვე აღნიშნულია, რომ სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან არ შესულა შეტყობინება პოლიციაში ადვოკატის მხრიდან სააგენტოში წესრიგის დარღვევის თაობაზე და არ მომხდარა პოლიციის მხრიდან რეაგირება. კოლეგიამ, აგრეთვე მიიჩნია, რომ ადვოკატი ლოლა კურკუმული დაინტერესებული იყო საქმის შედეგებით. შესაბამისად, მტკიცებულებებისა და სარწმუნო ფაქტების არარსებობის პირობებში, წარდგენილი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ გიორგი კუპრეიშვილისა და ნინო ბუჩუკურის საჩივრების მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს სახელით შურისძიებას არჩილ კაიკაციშვილის საჯარო პოზიციებისა და სააგენტოს მხილების გამო. ადვოკატი, კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, გამოცხადდა რა ადმინისტრაციულ ორგანოში, რათა მიეღო საქმის მასალები, ადმინისტრაციული ორგანოს მოხელეებმა კი მას უპასუხეს მტრული დამოკიდებულებით, ადვოკატთან მიმართებით არანეიტრალურმა პირებმა მოაწყვეს პროვოკაცია და შური იძიეს ადვოკატის მხრიდან განხორციელებული საჯარო მხილების გამო, რაც, აბსოლუტურად ცდება არამხოლოდ ეთიკის, არამედ სამართლებრივ ჩარჩოს და წარმოადგენს დავის თანასწორუფლებიანი მხარის მიმართ თავდასხმას, დაშინებას, არჩილ კაიკაციშვილის საქმიანობაში იმგვარ ზეწოლას ან ჩარევას, რომელის მიზანია კანონდარღვევების გამოაშკარევაზე უარის თქმა ან კლიენტის დაცვის სტრატეგის გადახედვა, კლიენტზე უარის თქმა. ამასთან, საჩივრების მიზანს წარმაოდგენდა არჩილ კაიკაციშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა საჯარო სივრცეში, ცილისწამებლური კამპანია, რაშიც ნებსით და უნებლიეთ, ჩართული აღმოჩნდა სააგენტოს 10 ცრუ მოწმე - თანამშრომელი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც სანდო სამოქალაქო ორგანიზაცია და ორგანიზაციის თითოეული წევრი ყოველთვის იქნება ადამიანის უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის სადარაჯოზე, ჩვენი საქმიანობის ამოსავალი ღირებულებები კი პროფესიული ეთიკა და სიმართლისთვის მსახურებაა. რაც შეეხება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ორგანიზაცია ჩვეული დაკვირვებით გააგრძელებს საქმიანობის კონტროლს, ხოლო საჩივრების განხილვის შედეგებზე არჩილ კაიკაციშვილი განახორციელებს დამატებით სამართლებრივ მოქმედებებს, რათა არც ერთ საჯარო უწყებას მხილებისა და დასაბუთებული კანონდარღვევების გამო, არ გაუჩნდეს დამოუკიდებელ პროფესიაში მყოფი წარმომადგენლების საქმიანობის ხელოვნური შეფერხება ან/და არასწორი საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბება.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი