უკან

მსოფლიო

8 ნოემბერი, 2017 12:45
font-size

ბორდოში მიმდინარე გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ საზეიმო კონცერტით დაიხურა

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ ქართული ფოლკლორული ანსამბლ „ბასიანის“ საზეიმო კონცერტით დასრულდა, სადაც ამავე პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ პრემიერაც გაიმართა. საღამოს უძღვებოდა ესპანელი მუსიკათმცოდნე პოლო ვალეხო, რომელმაც ქართულ პოლიფონიურ მუსიკასა და ღვინის კულტურაზე ისაუბრა. კონცერტის დასასრულს სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

საზეიმო საღამოს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს პარლამენტის წევრები და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგებლები დაესწრნენ.

ელჩის განცხადებით, გამოფენამ ათეულ ათასობით სტუმარს მისცა შესაძლებლობა დაეგემოვნებინა ქართული ღვინოები და გაცნობოდა წარმოდგენილ ექსპონატებს, რომლებიც ადასტურებს რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის კერაა.

„თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოფენა შედგა. ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი ახალი გამოფენისა და მომდევნო მოწვეული სტუმრისთვის ემზადება. ცენტრის დირექტორის თქმით, გაძნელდება ამ დონის გამოფენის წარმოდგენა შემდეგი მიწვეული ქვეყნისთვის, რომელიც შეძლებს ასეთივე ხარისხიანი და საინტერესო გამოფენის წარდგენას, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო. გამოფენით ყველა აღფრთოვანებულია“ - აღნიშნა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიხსნა. 14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრიც დაიდგა იმის აღსანიშნავად, რომ „იუნესკომ“ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება - დეგუსტაციები, სამეცნიერო კონფერენციები და პროფესიონალური შეხვედრები.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის

ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

საკვანძო სიტყვები:

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი