უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივნისი, 2017 17:30
font-size

ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია საქართველოს საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტებს ეცნობა

ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია საქართველოს საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტებს ეცნობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, დელეგაციის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე მათ როგორც სწავლების ცენტრის, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის თაობაზე და განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.

მხარეები, ასევე შეთანხმდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

„ბოსნია-ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში მოისურვეს ჩვენთან შეხვედრა, იმისათვის რომ გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება სწავლების ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, როგორც მათ თავად აღნიშნეს, ცესკოს სწავლების ცენტრი არის ევროპაში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული პროექტი, რომლის გამოცდილების გაზიარებაც მათ სურთ იმისთვის რომ საკუთარ ქვეყანაში დანერგონ ჩვენი გამოცდილება“, -აღნიშნა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დელეგაციის ხელმძღვანელის, ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის წევრის, სუად არნაუტოვიჩის თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია სწავლების ცენტრის საქმიანობასთან დეტალურად გაცნობა.

„ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სურვილია, შექმნას ასეთივე სასწავლო ცენტრი. ჩვენ გვსურს გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით. ასევე ვისაუბრეთ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებაც, რომლის ფარგლებშიც გამარტივდება დელეგაციების გაცვლა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, დამკვირვებლების მოვლინება და ა.შ. იმედი მაქვს, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის“,- განაცხადა სუად არნაუტოვიჩმა.

სწავლების ცენტრის დირექტორის ნათია ზაალიშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას იმ სასწავლო პროექტების შესახებ, რომელსაც სწავლების ცენტრი არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის ახორციელებს.

„დელეგაციას ასევე ექნება შესაძლებლობა დაესწროს სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის და საარჩევნო ადმინისტრაციის პოტენციური მოხელეებისთვის ხორციელდება. ვფიქრობთ, ასეთი ფორმატის თანამშრომლობა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის არის ძალიან პოზიტიური და ემსახურება მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიული პროცესების წარმართვასა და ხელშეწყობას“, -აღნიშნა ნათია ზაალიშვილმა.

დელეგაციის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, საქართველოში 6 ივნისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდება. სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს