უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ნოემბერი, 2016 18:45
font-size

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ განაშენიანების გეგმის ფარგლებში, ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა - დავით ნარმანია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და თაბორის მთაზე განაშენიანების გეგმის ფარგლებში, ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ ნარმანიამ ,,რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს.

,,გაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელზეც დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელა არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას. მათ შორის დაგეგმილია გოლფ კლუბის გაკეთება, დამატებით გამწვანდება ტერიტორია.

კონკრეტული გენდროლოგიის პროექტი მომზადების სტადიაზეა და ის აუცილებლად იქნება შემოტანილი. ხეების მოჭრასთან დაკავშირებით საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ოქროყანას დასახლებაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გაშენებასთან დაკავშირებული პროექტი თბილისის საკრებულოში გუშინ, 24 ხმით 5-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობამ არასრულყოფილი დოკუმენტაციის პირობებში დაამტკიცა ბოტანიკული ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე და მიმდებარედ არსებულ 300 000 კვ/მ ფართობზე განაშენიანების რეგულირების გეგმა, რასაც სავარაუდოდ, ათასობით ხის მოჭრა მოჰყვება.

მარი ნამგალაძე

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი