უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 მაისი, 2019 14:40
font-size

ბრალს არ ვაღიარებ - ოთარ ფარცხალაძე

ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე დღეს სასამართლომ მხარეების შესავალი სიტყვა მოისმინა. პროცესს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქმეში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძეც დაესწრო. მან სხდომის დასრულების შემდეგ ვრცელი კომენტარი არ გააკეთა.

ბრალს არ ვაღიარებ, - ამ კომენტარით შემოიფარგლა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს რესტორან "ელ ცენტროში" მომხდარ ინციდენტს.

იმდროინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა. ლაშა თორდია ამტკიცებდა, რომ ფარცხალაძის მხრიდან, მის მიმართ აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კონტროლის პალატას ჰქონდა გარკვეული დასკვნები ფარცხალაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დოკუმენტების გაწვევას ითხოვდა უკან ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძეს 5000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულია ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 28 მაისს გაიმართება.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი