უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2016 17:10
font-size

ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა.

როგორც მედიანიუსს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო საღამოზე ასევე გაიმართა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოება და სპეციალური პრიზების გადაცემა. მათ შორის, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2011-2016 წლები) ოთარ ბერძენიშვილი.

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი დიპლომატიური კორპუსისთვის, ასევე სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომლებმაც გუნდურად ორი თვის გასნავლობაში ერთად ვუგულშემატკივრეთ ჩვენ თითოეულ სპორტსმენს. დიდი მადლობას მოგახსენებთ, იმისათვის რომ ეს პრიზი გადაეცა ჩვენს სამინისტროს, ჩვენს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში,“- აღნიშნა ოთარ ბერძენიშვილმა.

გალა-დაჯილდოებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ. ღონისძიებას სასტუმრო „ჰუალინგმა" უმასპინძლა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი