უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 აგვისტო, 2020 15:40
font-size

ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს

ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ შენჯენის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქათმის ფრთების ნიმუშების კოორნავირუსზე ანალიზი გეგმური შემოწმებისას ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთში კორონავირუსის ნიმუშები აღმოაჩინეს ეკვადორიდან იმპორტირებული გაყინული კრევეტების შეფუთვაზე.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩინეთმა პორტებში სკრინინგი გააქტიურა. ქალაქ შენჯენის ხელისუფლებამ გამოიკვლია ყველა, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქათმის ფრთების იმ პარტიასთან, რომელშიც კორონავირუსი აღმოაჩინეს. კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია.

ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, გა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია

27 სექტემბერი, 2020 , 12:58

 სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შე

სისხლისსამართლებრივი დევნის და რევანშის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ეს აღარ მოხდება - სააკაშვილი

26 სექტემბერი, 2020 , 15:20

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის და რევანშის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი თქმით, ეს აღარ მოხდება რადგან არ შეიძლება ქვ

ამომრჩევლების მოსყიდვის ბრალდებით სომხეთის ოპოზიციის ლიდერი დააკავეს

26 სექტემბერი, 2020 , 15:05

სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ ცარუკიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ცარუკიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ

რუსეთი: კორონავირუსის 7 523 ახალი შემთხვევა და 169 გარდაცვლილი პაციენტი

26 სექტემბერი, 2020 , 15:05

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 7 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 143 571-ს მიაღწია. კორონავირუსით რუსეთში კიდევ 169 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების

სომხეთი: კორონავირუსის 429 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვლილი პაციენტი

26 სექტემბერი, 2020 , 13:10

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 49 072- მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე