უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 სექტემბერი, 2023 11:17
font-size

ბრილიანტების კონტრაბანდის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 029 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა ზომისა და ხარისხის დაწახნაგებული არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა

22 სექტემბერი, 2023 , 13:24

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იმერეთის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

21 სექტემბერი, 2023 , 15:21

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცენტ

ზუგდიდში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

20 სექტემბერი, 2023 , 14:49

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვ

სასამართლო სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება

20 სექტემბერი, 2023 , 12:51

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშ

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა

20 სექტემბერი, 2023 , 11:07

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი გამოცხადებულია ძებნა. „პროკურატურის

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

20 სექტემბერი, 2023 , 09:29

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელე