უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 მაისი, 2018 12:50
font-size

ბრიტანელი ბიზნესმენები: „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წილების გადაფორმებით მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული“

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წილების გადაფორმებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული, - ამის შესახებ ბრიტანელმა ბიზნესმენებმა - დეივიდ და ჯილიან ჰისებმა თბილისის საქალქო სასამართლოში განაცხადეს და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება დაადასტურეს.

როგორც დევიდ და ჯილიან ჰისებმა სასამართლოზე აღნიშნეს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გიგა ბედენეიშვილის ინიციატივით შეხვდნენ მას ლონდონში, სასტუმრო „ბერკლიში“, სადაც სააკაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, 2004 წლის ივლისში.

ბრიტანელი ბიზნესმენების განცხადებით, ამ შეხვედრას, გიგა ბედინეიშვილთან ერთდ, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. როგორც ჰისებმა სასამართლოს განუმარტეს, შეხვედრაზე გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა, რომ „ომეგას“ ოფისებიდან ჯარი მხოლოდ მაშინ გავიდოდა, როცა „ომეგა ჯგუფი“ 51%-იან წილს მთავრობისგან ნომინირებულ პირს უსასყიდლოდ გადასცემდა.

როგორც ბრიტანელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, შეხვედრაზე მხოლოდ გიგა ბედინეიშვილი საუბრობდა, სააკაშვილი კი ჩუმად იყო.

ბრიტანელი ბიზნესმენ დევიდ ჰისის თქმით, ვინაიდან 2004 წლის მოვლენების დროს „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესპარტნიორი იყო, მის ინტერესში შედიოდა, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ მიმართ განხორციელებული უკანონობა აღკვეთლიყო.

შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს.

„იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამრთლო პროცესები ჭინურდება და თითქმის 2 წელია მიმდინარეობს.

„ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.

„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ორი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.

„იბერიას” საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 მასისს განახლდება.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი