რეგიონები


ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ
აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ. The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების Snow-Forecast.com-ის, InTheSnow Magazine-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებმა სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ მოინახულეს.
მედიატურის წარმომადგენლები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, მთის კურორტების მართვის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუმრობდნენ. კურორტ გოდერძის გარდა სპორტულმა ჟურნალისტებმა გუდაური, სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს. წამყვან ბრიტანულ გამოცემებში საქართველოს მთის კურორტების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
„კურორტი გოდერძი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული პროდუქტია აჭარისთვის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებისთვის. ამ ეტაპზე კურორტზე 133 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კურორტის განვითარებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ კურორტის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. ის ერთადერთი კურორტია, რომელიც განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით ვითარდება და მალე, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტს, რომელიც ტურისტებს წლის ნებისმიერ დროს უმაპისნძლებს,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?
14 დეკემბერი, 2019 , 14:20
დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება
13 დეკემბერი, 2019 , 17:50

ახალციხეში კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლეს
13 დეკემბერი, 2019 , 11:35
კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში - კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა
7 დეკემბერი, 2019 , 13:30
დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ
7 დეკემბერი, 2019 , 12:55

ქუთაისში აქცია დასრულდა
6 დეკემბერი, 2019 , 16:40