უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მარტი, 2018 15:35
font-size

ბრიტანეთის საპასუხოდ მოსკოვი რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს

დიდი ბრიტანეთის ზომების საპასუხოდ მოსკოვი რუსეთიდან გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს. ამის შესახებ РИА Новости-ის რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განუცხადა.

როცა მას კონკრეტულ თარიღზე ჰკითხეს, ლავროვმა უპასუხა, რომ ეს „მალე“ მოხდება.

ასევე დღეს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებდა, რომ ლონდონთან „სკრიპალის საქმეზე“ დიალოგს დაიწყებდა, თუმცა მოთხოვნებზე მიიღო „არაფრისმთქმელი პასუხები“. მან დაამატა, რომ მოსკოვის საპასუხო ზომები ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა და მათ უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ზახაროვამ დიდი ბრიტანეთის მოქმედებები „ინფორმაციულ-პოლიტიკური შოუ“ უწოდა, ხოლო ბრალდებები, რომ მოსკოვია ჩარეული რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში, შეაფასა, როგორც „აბსოლუტურად არანორმალური“.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს ქალაქ სოლსბერში. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით - ნოვიჩოკი გამოიყენეს.

12 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, რათა მოსკოვს პასუხი გაეცა, როგორ მოხვდა ეს ნივთიერება ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

რუსეთმა ამ ულტიმატუმზე არ უპასუხა. ამის შემდეგ მეიმ თემთა პალატაში გამართულ ყოველკვირეულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებენ 23 რუს დიპლომატს და დიდი ბრიტანეთის დასატოვებლად მათ ერთი კვირა აქვთ.

გარდა ამისა, ლონდონი მოსკოვთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი გახდა

16 იანვარი, 2020 , 17:51

რუსეთის დუმამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინის მთავრობის მეთაურად დანიშვნას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი

რუსეთის მთავრობა გადადგა

15 იანვარი, 2020 , 17:50

რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმა

ფილიპინებზე ვულკან ტაალიდან ლავა მოედინება

14 იანვარი, 2020 , 11:55

ფილიპინებზე ვულკან ტაალიდან ლავა მოედინება. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ უახლოეს საათებში ვულკანიდან მასშტაბური ამოფრქვევაა მოსალოდნელი. მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე 16 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შექმ

„რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო

11 იანვარი, 2020 , 16:40

ირანის ისლამური რესპუბლიკის „რევოლუციური გუშაგთა კორპუსი“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს. ამის შესახებ „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმ

დღევანდელი დილა კარგი არ იყო, მაგრამ სიმართლე მოიტანა - ვლადიმირ ზელენსკი

11 იანვარი, 2020 , 12:25

ირანის აღიარების შემდეგ ვლადიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს ირანში შეფერხების გარეშე გამოიძიებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირა

ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო - ირანის პრეზიდენტი

11 იანვარი, 2020 , 11:52

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო. „ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`