უკან

მსოფლიო

30 აპრილი, 2018 11:15
font-size

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრანტთა დეპორტაციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემბერ რუდმა მიგრანტების გაძევებასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. შესაბამისი წერილით რუდმა ქვეყნის პრემიერ ტერეზა მეის მიმართა.

„მე ჩავთვალე აუცილებლად ამის გაკეთება [გადავმდგარიყავი], რადგან არამიზანმიმართულად შეცდომაში შევიყვანე შინაგან საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი არალეგალ იმიგრანტთა გაძევების მიზნობრივ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. უნდა ვყოფილიყავი სიტუაციის კურსში და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, -წერია რუდის წერილში.

მეიმ რუდის მოთხოვნა გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა.

სკანდალი აგორდა ბრიტანეთში ე.წ. უინდრაშის თაობის მიგრანტთა გარშემო, რომლებიც ბრიტანეთში ნახევარ საუკუნეზე მეტია ცხოვრობენ. ისინი 1948 წლის 22 ივნისს კარიბის ზღვის აუზიდან ჩავიდნენ ლონდონში გემზე სახელწოდებით - „ემპაია უინდრაშ“. აღნიშნული მიგრანტები მიიწვიეს ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით.

ვნებათაღელვა გამოიწვია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულმა დოკუმენტებმა, რომელთა მიხედვით 1940-იანებიდან 1970-იან წლებამდე ჩამოსული „უინდრაშები“ და მათი ნათესავები არალეგალ მიგრანტებად შერაცხეს.

ემბერ რუდს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ მისმა დამხმარეებმა შეადგინეს უინდრაშის თაობის მიგრანტთა დეპორტაციის მიზნობრივი მაჩვენებლები, რის შესახებ რუდი ინფორმირებული იყო.

კვირას გაზეთმა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა ემბერ რუდის მიერ ტერეზა მეისადმი წინა წელს გაგზავნილი წერილის ასლი, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრი მიზნად ისახავს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში გააძევოს არალეგალთა კიდევ 10%.

რუსეთი: კორონავირუსის 6 065 ახალი შემთხვევა, 144 გარდაცვლილი პაციენტი

19 სექტემბერი, 2020 , 14:20

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 097 251-ს მიაღწია. კორონავირუსით რუსეთში კიდევ 144 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების

სომხეთი: კორონავირუსის 244 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი პაციენტი

19 სექტემბერი, 2020 , 12:05

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 244 ადამიანს დაუდგინეს. ამასთან, გასული დღე-ღამის გამოჯანმრთელდა 182 პაციენტი, ორი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. 19 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორო

გერმანია: კორონავირუსის 2 297 ახალი შემთხვევა, გარდაცლილი 6 პაციენტი

19 სექტემბერი, 2020 , 11:10

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 297 შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ბოლო მონაცემების გათვალისწინებით, 19 სექტემბრის მდგომარეობით, გერმანიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 270 070

აზერბაიჯანი: კორონავირუსის 117ახალი შემთხვევა, ერთი გარდაცვლილი პაციენტი

19 სექტემბერი, 2020 , 11:10

აზერბაიჯანში გასული დღე-დამის განმავლობაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავ

თურქეთი: კორონავირუსის 1 771 ახალი შემთხვევა, 62 გარდაცვლილი პაციენტი

19 სექტემბერი, 2020 , 11:10

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებული 62 პაციენტი გარდაიცვალა, 1 060 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთ

FAO-ს გენერალური დირექტორი კორონავირუსის შედეგების დაძლევის გეგმასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ რეაგირებისა და გაჯანსაღების სრულყოფილი პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანია კორონავირუსის შედეგების დაძლევა მასშტაბური და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.