უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 იანვარი, 2020 16:30
font-size

ბრიტანული კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორის ადრიან სტეკელის შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის ოპერირება გლობალური კოსმოსური სატელიტური ქსელის საშუალებით.

„ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და OneWeb-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები კომპანიის ძირითადი პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყანაში სატელიტური ქსელის მოსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობას, რაც უწყვეტი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი სადგურის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყანაში არსებულმა კარგმა საინვესტიციო გარემომ, ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ, რაც საქართველოს ხელს უწყობს, იყოს რეგიონული ჰაბი. კომპანიამ გამოთქვა მზაობა საქართველოს მთავრობასთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განახორციელებს ინვესტიციას სადგურის მოწყობისა და შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის.

გლობალური სტარტაპი უკვე თანამშრომლობს საქართველოს კერძო სექტორთან, კერძოდ, კომპანია “სილქნეტთან”. შესაბამისი მემორანდუმი OneWeb-სა და “სილქნეტს” შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაფორმდა.

ბრიტანული კომპანია OneWeb-ის საწყისი კაპიტალი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს და იგი ოპერირებს ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია, განახორციელოს სატელიტური ქსელის სწრაფი გაფართოება და შესაბამისი სადგურების მშენებლობა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში”,-აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახლახანს გამოვედით ისტანბულის კლინიკიდან - კონსტანტინე გამსახურდია

24 თებერვალი, 2020 , 18:04

„ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან... მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად

N185-ე საბავშვო ბაღში გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს

24 თებერვალი, 2020 , 17:45

თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის ინიციატივით, თბილისის N 185-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში, გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ღია გაკვ

ნაკადულის კალმახის საშენში ლიფსიტები გამოიჩეკა

24 თებერვალი, 2020 , 17:35

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა. სააგენტო ფაუნის იშვიათი და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

24 თებერვალი, 2020 , 17:25

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები. "კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სა

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

24 თებერვალი, 2020 , 17:15

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის

ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროებს საკარანტინო პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია გააცნეს

24 თებერვალი, 2020 , 16:55

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`