უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

2 აგვისტო, 2017 15:48
font-size

British American Tobacco -ს მიმართ გამოძიება მექრთამეობის ბრალდებით მიმდინარეობს

British American Tobacco-სთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს მექრთამეობის ბრალდებით. გამოძიებას დიდი ბრიტანეთის თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველო ატარებს. ეს უკვე მეორე დარტყმაა კომპანიისათვის სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში. - ამის შესახებ გაზეთი Eveningstandard წერს.

თამბაქოს გიგანტის აქციები პარასკევს 11%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ სიგარეტებში ნიკოტინის შემცველობის შემცირების გეგმების შესახებ განცხადება გააკეთა.

გამოცემის ინფორმაციით, აქციებმა სამშაბათსაც განაგრძეს ვარდნა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო კომპანიის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით.

Panorama-ს ინფორმაციით, BAT-მა აღმოსავლეთ აფრიკაში პოლიტიკოსებს და კონკურენტ კომპანიებში მომუშავე პირებს 2015 წლის ნოემბერში არაკანონიერი გადახდები განუხორციელა.

BAT-ის განცხადებით, „როგორც აქამდე გამოვცხადეთ, ჩვენ გარე იურისტების დახმარებით ვიძიებთ დარღვევების ბრალდებებს. British American Tobacco ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველომ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხს ძალიან სერიოზულად განიხილავენ.

კომპანიის დირექტორმა ნიკანდრო დურანტემ მარტში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „კომპანია 200 ქვეყანაშია წარმოდგენილი“, შესაბამისად, მას არ შეუძლია 100%-იანი გარანტიის მიცემა, რომ ყველაფერი წესების მიხედვით ხდება“.

მექრთამეობის შესახებ ბრალდებები ყოფილმა თანამშრომელმა პოლ ჰოპკინსმა გააკეთა, რომელიც კენიაში მდებარე BAT-ში 13 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ირლანდიის არმიის ყოფილმა რეინჯერსმა განაცხადა, რომ BAT-ის ლობისტებმა რუანდაში, ბურუყნდისა და კომოროს კუნძულებში ქრთამის მიცემის ორგანიზება მოახდინეს.

თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველოს მიერ დაწყებული გამოძიება კომპანიისათვის რთულ პერიოდზე მოდის. კომპანიამ ახლახან დაასრულა RJ Reynolds-ის შერწყმა, რომელიც 38 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულებისაა.

BAT-ი Reynolds-ის აქციების 58%-ის მფლობელი გახდა და ზომით თამბაქოს მეორე კომპანია გახდა მსოფლიოში. მას მხოლოდ ჩინეთის მთავრობის საკუთრებაში მყოფი ჩინეთის თამბაქოს ეროვნული კორპორაცია უსწრებს.

თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველოში დაადასტურეს, რომ ისინი იძიებენ BAT-ის მიერ დარღვევების ჩადენას. - წერს Eveningstandard.

აღსანიშნავია, რომ წელს თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველომ Rolls-Royce 497 მილიონი გირქვანქა სტერლინგით დააჯარიმა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თუ BAT დამნშავე აღმოჩნდება, მას ასევე მოუწევს ჯარიმის გადახდა.

თუ ბრალდებები სერიოზული აღმოჩნდება, წელს თაღლითობის სერიოზულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველომ შესაძლოა პატიმრობის შეფარდებაც მოითხოვოს.

City-ს ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს გადაწყვეტილება უფრო დამაზიანებელი იქნება BAT-სთვის. უწყებას სიგარეტებში ნიკოტინის შემცირება სურს ისეთ დონემდე, რაც სიგარეტზე დამოკიდებულებას არ გამოიწვევს.

უწყების კომისარმა სკოტ გოტლიბმა განაცხადა: „ვინაიდან ნიკოტინი დამოკიდებულების პრობლემისა და ამ პრობლემის გადაჭრის სათავეშია, ნიკოტინზე დამოკიდებულების გაჩენის დონეების საკითხის მოგვარება უწყების სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს შეჩვევის პრობლემის გადაჭრის კუთხით“.

აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს Reynolds-სთან მირწეული შეთანხმების საფუძვლიანობა. ამ შეთანხმებით BAT-ი აშშ-ს მიმზიდველ ბაზარზე 12-წლიანი არყოფნის შემდეგ დაბრუნების აღნიშვნას გეგმავდა. თუმცა, თუ რეგულაციები ამოქმედდება, მaშინ შემოსავალი გაცილებით დაბალი იქნება. - წერს გამოცემა Eveningstandard.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს

29 თებერვალი, 2020 , 11:36

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელებიდან გამ

ვუსამძიმრებ იდლიბში მსხვერპლთა ოჯახებს და თურქ ხალხს - სალომე ზურაბიშვილი

29 თებერვალი, 2020 , 10:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იდლიბის პროვინციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვიტერში“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ვგლოვობ იდლიბში თურქების ტრაგიკულ სიკვდილს. ვუსამძიმრებ მსხვერ

გლობალურად დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 82 294 შემთხვევა

28 თებერვალი, 2020 , 12:35

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 27 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის – COVID-19-ის 82 294 შემთხვევა. ორგანიზაცია აქვე განმარტავს, რომ ჩინეთის ჯანმრთელობის კომის

ქვეყნები უნდა იყვნენ მზად, რომ ვირუსი მათ კარზე დააკაკუნებს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

25 თებერვალი, 2020 , 17:34

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის პრესსპიკერმა - კრისტიან ლინდმეიერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

25 თებერვალი, 2020 , 17:13

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ანალიზი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, ამის შესახებ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოზე ILNA დაყრდნობით "როიტერსი" წერს.  ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენ

არაბთა გაერთიანებულმა საამირომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა

25 თებერვალი, 2020 , 15:40

არაბთა გაერთიანებულმა საამირომ შეწყვიტა ყველა საჰაერო რეისი ირანში და ირანიდან, სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკვე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია დაავადების ეპიცენტრის, ჩინეთის ფარგლებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`