უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირთან ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატია - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი შეხვედრაც ქ. ბრიუსელში 2018 წლის 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თავისი შინაარსით უპრეცედენტოა და მსგავსი ფორმატი ევროკავშირს სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიუსელში გამგზავრების წინ განაცხადა.

„ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატი, რა დროსაც გაიმართება საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. მსგავსი სახის ფორმატი, აღმოსავლეთ პარტნიორობის არცერთ ქვეყანას არ გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ მომავალზე, იმ ახალ იდეებსა და წინადადებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, ასევე სერიოზული მზაობა არის ევროკავშირის მხრიდან, იმისათვის რომ გვქონდეს შინაარსიანი საუბარი სექტორული თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ ეს შეხვედრა კარგი საშუალება იქნება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიც გახლავთ ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება,“-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრება თორმეტი კომისარი, რაც მაჩვენებელია მაღალი ჩართულობის.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. შეხვედრას ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები.

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი