უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მაისი, 2018 11:30
font-size

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

16 მაისს ბრიუსელში, ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის მონაწილეობით.

შეხვედრა მიეძღვნა 2018 წლის ბრიუსელის სამიტის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შესაბამისად უნდა აისახოს ბრიუსელის სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში მიღებულ გადაწყვეტილებებში. წევრი ქვეყნების მიერ აღინიშნა, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ნატო-ში წევრობასთან.

ქართულმა მხარემ მოკავშირეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოხატეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების გამო.

მოკავშირეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში მიღწეული შედეგები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერების კუთხით. წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელები მიესალმნენ საქართველოს თანმიმდევრულ პოლიტიკას რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებთან ჩართულობის შემდგომ ამაღლებას. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

სხდომაზე განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ თვალსაზრისით ალიანსის ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუცია მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა იქნება ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები და შეიარაღებული ძალების სამომავლო განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში ნატო-ს ქმედითი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობას.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა ავღანეთში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.

რუსეთის ფედერაცია საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს - დავით ბაქრაძე

22 ოქტომბერი, 2018 , 12:40

ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდ

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს - ფრენსის ფუკუიამა

22 ოქტომბერი, 2018 , 12:40

„მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს“, - ამის შესახებ პოლიტიკური მეცნიერებების ამერიკელმა მკვლევარმა ფრენსის ფუკუიამამ თბი

კონკრეტული საქმის გამოძიებაზე მთავრობის წევრის, განსაკუთრებით კი მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება ზოგადად არ არის ხოლმე საუკეთესო პრაქტიკა - თამარ ჩუგოშვილი

22 ოქტომბერი, 2018 , 11:55

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, გავრცელებულ ჩანაწერებზე შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება მიზანშეწონილი არაა. ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტს კონკრეტული საკითხის გამოძიების

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას - ნიკა გვარამია

22 ოქტომბერი, 2018 , 11:25

„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიკულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას“,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში

როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული - გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)

22 ოქტომბერი, 2018 , 11:25

როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში P.S. განაცხ

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

22 ოქტომბერი, 2018 , 10:45

არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის.  გუშინ გამართულ ბრიფინგზე, „ტრადიციონალის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`