უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მარტი, 2021 19:22
font-size

ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერის მასპინძლობის სიამოვნება, მახარებს გზავნილი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გამოხატა და რომელსაც ევროკავშირში წავიღებ - შარლ მიშელი

ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება. ასოცირების საბჭოს შეხვედრაა ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოთქვა კმაყოფილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნის გამო.

„საქართველო და არა მარტო საქართველო ძალიან რთული სიტუაციის წინაშეა, რადგან გლობალურად, „კოვიდის“ მიერ გამოწვეული სირთულეებია – ვაქცინაზე წვდომა და ა.შ. არსებობს იმის აუცილებლობა, რომ შემუშავდეს სტრატეგია. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ ქვეყანამ იქონიოს წვდომა ვაქცინებზე. საერთაშორისო დონეზე გეოპოლიტიკური სიტუაციაც გულისხმობს იმას, რომ ბევრი პოლიტიკური სირთულე არსებობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტა ვიპოვოთ ამ პროცესში. ერთადერთი გზა არის პოლიტიკური დიალოგი. ამიტომ, მახარებს ის გზავნილი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გამოხატა და, რომელსაც ევროკავშირში წავიღებ. სხვადასხვა მოსაზრება იქნება გაჟღერებული, მოსმენილი, სხვადასხვა საკითხზე შედგება დიალოგი, რომ წინსვლა გვქონდეს. ჩვენ მზად ვართ, ყველა დადებით ძალისხმევას შევუწყოთ ხელი, რომ ამ მოთამაშეებმა, არამარტო მთავრობამ, არამედ ოპოზიციამაც პოზიტიური და კონსტრუქციული როლი ითამაშონ პროცესში და სწორი მიმართულებით განვითარდეს ქვეყანა. ამის გაჟღერებას ვცდილობ“, – განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ ქვეყანაში ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ, წინსვლა გქონდეთ დიალოგის პროცესში. ჩვენ თუ შევძლებთ წინსვლის მიღწევას, მაშინ იმ რეფორმებსაც განვახორციელებთ, რაც ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება და არა – ევროკავშირს. თქვენს ქვეყანას სჭირდება ეს რეფორმები. რეფორმის განხორციელება არის აუცილებლად მნიშვნელოვანი და ეს რეფორმები გააძლიერებს საქართველოს“, – განაცხადა მიშელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის, ოპოზიციასთან გამართულ იმ შეხვედრას დაესწროს, რომელიც შარლ მიშელის ინიციატივით დაიგეგმა.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად

„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

12 აპრილი, 2021 , 12:25

„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზო