უკან

მოზაიკა

11 იანვარი, 2018 14:20
font-size

ბრუსელში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

17-23 იანვარს, თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში BOZAR ქართულ ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.

ღონისძიება ფესტივალის BRIDGES. EAST OF WEST FEST ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:
18 იანვარი, 19:00 საათი - "როცა დედამიწა მსუბუქია"
19 იანვარი, 21:30 საათი - "საშიში დედა"
20 იანვარი, 21:30 საათი - "მძევლები"
21 იანვარი, 11:00 საათი - "ცისფერი მთები"
21 იანვარი, 20:00 საათი - "დედე"

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ქართული ფილმების ავტორებთან დამსწრე საზოგადოება კითხვა - პასუხის (ე.წ. Q&A ) ფორმატში შეძლებს გასაუბრებას.

საქართველოს გარდა ფესტივალზე BRIDGES. EAST OF WEST FEST მონაწილეობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა.

ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია.

საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

21 იანვარი, 2019 , 13:54

წელს, სავარაუდოდ, მაისში BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს. საერთაშორისო ვარსკვლავი საქართველოში “ბრავო რექორდსს“ და "ალტერ ვიჟენს" ჩამოჰყავს, თუმცა

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა