უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ივნისი, 2017 17:25
font-size

ბუკიკიომ თქვა, თუ ის არ იქნება ის კონსტიტუცია, რომელზეც ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო, ეს კონსტიტუცია არალეგიტიმური იქნება - გიორგი ახვლედიანი

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა, რის შემდეგ ოპოზიციურმა ძალებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ბუკიკიომ განუცხადა ოპოზიციონერებს, რომ თუკი მმართველი გუნდი იმ დოკუმენტისგან განსხვავებულ საკონსტიტუციო პროექტს მიიღებს, რომელზეც ვენეციის კომისიას დასკვნა არ დაუდია, კონსტიტუცია არალეგიტიმურად ჩაითვლება.

„ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობამ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კონსტიტუცია არ იქნება კონსესუსის შედეგი, თუ ის არ იქნება ის კონსტიტუცია, რომელზეც ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო, ეს კონსტიტუცია არალეგიტიმური იქნება. ეს განცხადება გააკეთა ჯანი ბუკიკიომ, რაც პირდაპირ მანიშნებელია, რომ ევროპის საბჭოსთვის, ვენეციის კომისიისთვის კატეგორიულად მიუღებელია 7 წლით გადავადება, ისევ მაჟორიტარული, შერეული სისტემის დატოვება, პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა და ხელისუფლების ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია და მონოპოლიზაცია მთელი საარჩევნო გარემოსი. ეს გზავნილი არის გამოკვეთილი და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი არ შეაჩერებენ იმ პროცესს, რომელიც დღეს დაჩქარებულად მიდის პარლამენტში, მაშინ ისინი დაკარგავენ მთლიანად საერთაშორისო ლეგიტიმაციას, მერე ამ ხელისუფლებასაც საათები ექნება დათვლილი“, - განაცხადა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს, გამოითხოვოს პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი. დეპუტატის თქმით, ოპოზიცია მზადაა, ხელისუფლებასთან დიალოგი აწარმოოს.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დგება კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ დავიწყებთ მუშაობას პროცედურებზე, თუ როგორ მოხდება პარლამენტიდან ცვლილებათა პაკეტის გამოთხოვა. ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მზად ვართ, ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან“, - განაცხადა ინაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის შესაძლებლობას ამცირებს.

„მმართველმა გუნდა მოატყუა ქართველი ამომრჩეველი, ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო სექტორი და ვენეციის კომისიაც. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პოლიტიკური გუნდი შეიყვანა ჩიხში, ეს არის სიტუაცია, როცა „ქართული ოცნება“ არის ყველას წინააღმდეგ - ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ იმდენად ზღუდავს პოლიტიკურ სივრცეს ჩვენს ქვეყანაში, რომ შეუძლებელი გახდება დემოკრატიული მეთოდით ხელისუფლების შეცვლა“, - თქვა ბოკუჩავამ.

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

22 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი