უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 იანვარი, 2021 15:00
font-size

ბუკნარის ინციდენტის მონაწილე ერთი პირი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების ერთერთი მონაწილე შსს-მ ძალადობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, ხელჩართული ჩხუბი და ქვების სროლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მოხდა. ჩხუბის მიზეზი ერთერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.

დაპირისპირების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე ჩოხატაურის კლინიკაში იმყოფებიან. დაშავებულები ძირითადად არასრულწლოვნები არიან.

კონფლიქტი კი ადგილობრივ მუსლიმურ და ქრისტიან მოსახლეობას შორის უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მუსლიმი თემი სალოცავს ითხოვს, რასაც დანარჩენები ეწინააღმდეგებიან.

კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

20 იანვარი, 2021 , 19:38

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსა

ახალი ბრალდებით დავაზუსტეთ `მათი ქმედების მოტივაცია` - კარტოგრაფების საქმის პროკურორი

20 იანვარი, 2021 , 16:35

კარტოგრაფების საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომ ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ ახალი ბრალდებით დააზუსტეს "მათი ქმედების მოტივაცია". "ახალი ბრალდებით დაზუსტებულია ბრალდებულთა ქმ

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა

19 იანვარი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

19 იანვარი, 2021 , 12:10

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველ

ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

19 იანვარი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთო

პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

19 იანვარი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბი