უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

27 მარტი, 2017 13:40
font-size

ბულგარეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა

ბულგარეთში ვადამდელ საპრლამენტო არჩევნებში, გამარჯვება „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ პარტიამ მოიპოვა. პარტიის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვია.

ბულგარეთის ცესკო-ს ინფორმაციით, პარტიამ ხმათა 32% მიიღო.

„ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას“, რომელიც პრორუსულ პოზიციას იკავებს, 27% ერგო. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, სოციალისტებმა დამარცხება უკვე აღიარეს.

გამარჯვებული პარტიის ლიდერი ბოიკო ბორისოვი ამომრჩეველს პირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ევროზონაში გაერთიანებისა და ევროკავშირთან კონტაქტების გამყარების პროცესს დააჩქარებდა.

სოციალისტების ლიდერი კორნელია ნინოვა, პირობას დებდა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ბლოკირებას მოახდენდა, ასევე ქვეყანაში კორუფციასა და მაფიასთან ბრძოლას გააძლიერებდა.

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ახალი პრეზიდენტის რუმენ რადევის არჩევის შემდეგ გახდა აუცილებელი.

2016 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგად პრეზიდენტმა რუმენ რადევმა თანამდებობა ოფიციალურად 2017 წლის 22 იანვარს დაიკავა, უკვე 27 იანვარს მან სახალხო კრება დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების გამართვის თარიღად 26 მარტი დაასახელა.

თავად, რუმენ რადევი, პრორუსული პოზიციის მქონე პრეზიდენტია.

საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, რადევმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა იქნება შესაძლებელი.

მონიკა დავლიანიძე

ლაიფციგის აეროპორტიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

18 იანვარი, 2019 , 10:10

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ავიარეისი ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა. როგორც გერმანული პრესა წერს, დეპორტირებულთაგან 26 თა

აშშ-ის საელჩო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

17 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდ

დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

17 იანვარი, 2019 , 17:05

ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ლიეტუველი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვ

ვიზიარებთ ჩვენი ქართველი მეგობრების ტკივილს - საქართველოში თურქეთის საელჩო

17 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, 16 იანვარს, ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქის

ესტონეთის საგარეო უწყება თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

17 იანვარი, 2019 , 17:05

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ესტონეთის საგარეო უწყება განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ ავრცელებს. „სამძიმარს ვუცხადე

ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა

17 იანვარი, 2019 , 15:32

საფრანგეთის ქალაქ ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ შენობის ტერასაზე ხანძარი გაჩნდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირ