უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 დეკემბერი, 2017 15:50
font-size

ბულინგი ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა არასრულწლოვნებს შორის - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და განაცხადა, რომ სკოლებსა და არასრულწლოვნებს შორის ძალადობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებისა და მედიის ჩართულობა.

ომბუდსმენის შეფასებით, ბავშვი ქართული საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია, ხოლო 2016-2017 წელს სკოლებში ჩატარებულმა მოიტორინგმა გამოავლინა, რომ ბულინგი ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა არასრულწლოვნებს შორის.

სახალხო დამცველი ურჩევს, რომ მოხდეს ძალადობის პრევენციის ერთიანი ხედვის შემუშავება, მშობლებისა და ოჯახების მეტი ჩარტულობა და კომუნიკაცია არასრულწლოვნებთან, არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრება სკოლებში და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შეცვლა, რაც ბულინგის პრევენციას ხელს უშლის.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„მწუხარებას გამოვთქვამ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ძალადობრივი ფაქტის შედეგად ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების გამო. ვიზიარებ მათი ოჯახებისა და ახლობლების ენით აუწერელ ტკივილსა და მწუხარებას.

სამწუხაროდ, არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი, შესაბამისად, ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია. მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, ხოლო მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისაკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს; სისტემური მიდგომის გზით უნდა შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება.

ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რადგან მათ უმთავრეს მოვალეობას ბავშვის პიროვნული განვითარება და განათლება წარმოადგენს, არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ ზოგადად, ბავშვის მიმართ ოჯახსა თუ სხვა ფორმის ძალადობის გამოვლენის, მხარდაჭერისა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადჰყო, რომ ბულინგი არასრულწლოვანთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ძალადობის ამ ფორმის პრევენციის ერთიანი ხედვა. ამასთან დაბალია ბავშვთან მომუშავე პროფესიონალთა ცნობიერება ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმებისა და არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ.

მნიშვნელოვანია ოჯახისა და საზოგადოების როლი ბავშვისადმი ძალადობრივი დამოკიდებულების დაძლევისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. აუცილებელია ბავშვთან საუბარი, მისი პრობლემების, მიღწევებისა თუ ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, გაზიარება და თანამონაწილეობა. სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმების დამკვიდრება, საზოგადოება კი ხშირად თვალს ხუჭავს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მომხდარი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიება და თვითმხილველთა და მოწმეთა თანამშრომლობა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი მიდგომები ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის აღნიშნულ პროცესს. აუცილებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწორი მიმართულება მიეცეს მომხდარი შემთხვევის განხილვას; გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევათა პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით.

დაბოლოს, მედიასაშუალებებს განუზომელი როლი აკისრიათ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლის საქმეში. სწორედ ამიტომ, ასეთი შემთხვევები ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მიდგომებისა და არსებული მდგომარეობის მიღმა, ზოგადი კონტექსტის მიმოხილვით უნდა გაშუქდეს, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი დისკურსის შექმნას“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი