უკან

საზოგადოება

25 იანვარი, 2018 11:55
font-size

ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება - გიორგი კვირიკაშვილი

ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

„ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას, ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურ გამოყენებას ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოს დაცვითი ასპექტების, ასევე სხვა საკითხების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების მიმართულების. ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით. შემდეგი ეტაპი იქნება, რომ საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის მაღალი გარემოს დაცვითი სტანდარების მიმართულებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება

13 ივლისი, 2020 , 09:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. განათლების სამინისტროს ი

საქართველო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი

12 ივლისი, 2020 , 11:18

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov,ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12 ივლისი, 2020 , 10:05

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები შიდა ქართლში, ქარელში შეინიშნებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასა

დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი, 2020 , 07:50

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მო

აფინანსებს თუ არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს ვანო ჩხარტიშვილი

12 ივლისი, 2020 , 00:17

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტ ი

სააკაშვილმა თქვა, ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არისო – ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:56

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.  „ჩემთვის ეს ძალიან მძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე