უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 სექტემბერი, 2018 15:00
font-size

ბუნებრივია, მე ვარ პასუხისმგებელი ჩვენი ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების წინაშე - მამაუკა ბახტაძე

ბუნებრივია, მე ვარ პასუხისმგებელი ჩვენი ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების წინაშე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ დაწყებულ ბრიფინგზე განაცხადა, როცა მას ჟურნალისტმა დაზუსტება სთხოვა გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

„ჩემი აზრით პოზიცია ერთგვაროვანი იქნებოდა, ვინც მოუსმენდა ჩემს კომენტარს. მე მახსოვს, როდესაც საქართველოს რკინიგზაში ვმუშაობდი, კომენტარის გაკეთება მომიწია იმის თაობაზე, ჩვენი ოპონენტები რომ ამბობდნენ, ორსართულიანი მატარებელი ვერ გაეტეოდა გვირაბში. მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის საკითხებზე, კომენტარი ზედმეტია და ამ ყველაფერს შეგვიძლია ღიმილით შევხედოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურს აღნიშნული შეკითხვა მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გუშინ დაუსვეს.

Financial Time-ს მთავარი რედაქტორის ედვარდ ლუსის კითხვაზე, არის თუ არა ანგარიშვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, პრემიერმა უპასუხა, რომ იგი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის, „ქართული ოცნების" და საზოგადოების წინაშე, დანარჩენი კი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

გია აბაშიძე - ქვეყნის მასშტაბით დარღვევების ასე ექსტრაპოლირება და არჩევნების ლეგიტიმაციაზე მითითება მეორე ტურამდე პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობას წააგავს

20 ნოემბერი, 2018 , 15:40

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ამომრჩეველზე ზეწოლის უპრეცედენტო და შემაშფოთებელ მასშტაბებზეა საუბარი

არ შეიძლება ვინმეს ხალხის ძარცვა შერჩეს - გიორგი ვაშაძე

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

ფული ვინც მოიპარა, უკან უნდა დააბრუნოს, – განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ. ჟურნალისტებმა გიორგი ვაშაძეს სთხოვეს შეეფასებინა ყოფილი პრეზიდენტის, მ

კორუფცია და ნეპოტიზმი უმკაცრესად დასჯადი უნდა იყოს - რომან კაკულია

20 ნოემბერი, 2018 , 13:45

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი უმკაცრესად დასჯადი უნდა იყოს. დეპუტატის თქმით, ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებული გადაცდომ

ვალების განულება და ვალების არდაგროვება სამომავლოდ, აი ,ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი -ირაკლი კოვზანაძე

19 ნოემბერი, 2018 , 17:53

ჭარბვალიანობა ეს, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ, კი მაკროეკონომიკური პრობლემაა. ჭარბვალიანობის ტვირთის გამო, 700 000 ჩვენი თანამოქალაქე წლებია, ამოვარდნილია ეკონომიკური საქმიანობიდან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო

ამომრჩევლის მოსყიდვაა, როდესაც ის 100 ლარს აჭარბებს - მიხეილ ბენიძე

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

არასამთავრობო ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებულ პროგრამაში, რომელიც ე.წ. შავი სიიდან 600 ათასამდე ადამიანისთვის ვალის განულებას გულისხმობს, მოქალაქ

თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის - ივანე მაჭავარიანი

19 ნოემბერი, 2018 , 16:25

თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`