უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 თებერვალი, 2022 17:38
font-size

საწყენია, როდესაც ოპონენტები თავისი მიზნების მისაღწევად მოსახლეობის გამოყენებას ცდილობენ - ავთანდილ ცინცაძე

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში არსებული სივრცის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემის თაობაზე ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა.

ავთანდილ ცინცაძემ ოპოზიცია იაფფასიანი სპექტაკლის დადგმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საწყენია, როდესაც ოპონენტები თავისი მიზნების მისაღწევად მოსახლეობის გამოყენებას ცდილობენ. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განმარტა, აღნიშნულ ადგილას ისედაც იყო მოედანი, ახლა კი უკეთესი მოედანი მოეწყობა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, დიდი დიღმის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2017 წლიდან ითხოვდა რეკრეაციულ სივრცის, მოედნისა და აუზის მოწყობას. მათი მოთხოვნის შესაბამისად, დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, რომლის მსგავსიც საქართველოში არ არსებობს. ამას გარდა, 8 ათას კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული სივრცე გაკეთდა. ხოლო იქ, სადაც ძველი მოედანი იყო შენდება ახალი, უეფას სტანდარტების შესაბამისი მოედანი, რომლის მშენებლობაში არც სახელმწიფო და არც მუნიციპალური ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება. ეს ყველაფერი უეფას გრანტით ხდება“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ დიღომში ბავშვებს, რომლებიც სპორტის ამ სახეობას მისდევენ, არ აქვთ საფეხბურთო სტადიონი და სავარჯიშოდ სხვა უბნებში დადიან. მისივე თქმით, დიდი დიღომი სულ უფრო იზრდება და ვითარდება, ამიტომ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებელია.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცის პროექტის განხორციელებაც დაწყებულია, რომელიც 14 000 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული.

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი