უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:37იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:59კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
არქივი
პოლიტიკა


ბუქარესტში გამართულ ევროპულ ასამბლეაზე “ისრაელის სახლის“ კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა
„ისრაელის სახლმა“ მონაწილეობა მიიღო ევროპული ალიანსი ისრაელისთვის (EAI) გენერალურ ასამბლეაში, რომელსაც რუმინეთის დედაქალაქმა ბუქარესტმა უმასპინძლა.
ასამბლეაზე განიხილებოდა ალიანსის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში, 2018 წლის მოქმედების გეგმა, ბოლო 50 წლის განმავლობაში ანტიისრაელური აქტივობების გავლენისა და პროისრაელური მუშაობის შედეგები; საუბარი შეეხო „ორი სახელმწიფოს“ კონცეფციასა და იუნესკოსთან თანამშრომლობის, აგრეთვე, ისრაელის სახელმწიფოს დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საკითხებს.
გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ევროპული ალიანსი ისრაელისთვის წევრმა წამყვანმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპაში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, ისრაელის ქნესეთის წარმომადგენლებმა. პოსტსაბჭოთა სივრციდან ასამბლეაზე მხოლოდ „ისრაელის სახლის“ (საქართველო) იყო მიწვეული.
ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ალიანსის პრეზიდენტმა, შვეიცარიის პარლამენტის წევრმა კორინა ეიხენბერგერ-ვალტერმა.
ევროპული ალიანსი ისრაელისთვის ევროპის 23 ქვეყნიდან 30 ათასზე მეტ წევრს ითვლის, მათ შორის 100-ზე მეტი ევროპარლამენტარია. ალიანსი ისრაელის მხარდამჭერი საერთაშორისო ავტორიტეტული გაერთიანებაა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ისრაელთან ევროპის ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავება, საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელისადმი სოლიდარობის მიღწევა, ჰასბარა, ბრძოლა ანტიისრაელური კამპანიის- BDS-ის წინააღმდეგ, თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა.
ასამბლეის ერთ-ერთ პანელზე გაიმართა ოთხ ქვეყანაში - იტალიაში, უნგრეთში, სლოვენიასა და საქართველოში მოქმედი პროისრაელური ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას საქართველოდან „ისრაელის სახლის“ კონცეფცია გააცნო ორგანიზაციის დელეგაციამ. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „ისრაელის სახლის“ აქტივობებზე, რამაც დამსწრეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ისრაელის სახლის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.
ევროპული ალიანსი ისრაელისთვის გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, რომ 2019 წელს ასამბლეა თბილისში ჩატარდება. მანამდე კი საქართველოს, „ისრაელის სახლის“ საქმიანობის უშუალოდ გაცნობის მიზნით, ალიანსის წარმომადგენლები ეწვევიან.
„ისრაელის სახლის“ კონცეფციამ, თავისი პროისრაელურობითა და აქტივობებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. „ისრაელის სახლის“ მოდელის გადატანაზე უკვე არაერთ ქვეყანაში საუბრობენ. ეს კონცეფცია მოწონებულია ისრაელის მთავრობის და ქნესეთის მიერ, რაზეც მოწმობს ისრაელიდან ოფიციალური დელეგაციების სისტემატური ვიზიტები „ისრაელის სახლში“. ასეთ მრავალპარტიულ დელეგაციას უახლოეს მომავალშიც ველოდებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს მონაწილეობას ევროპული ალიანსის ასამბლეაში - ჩვენ ვართ ნაწილი იმ დიდ მოძრაობის, რომელსაც საერთშორისო დონეზე ისრაელის მხარდაჭერა და მეგობარი ქვეყნების ისრაელთან თანამშრომლობის გაღრმავება ჰქვია“, - განაცხადა „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იციკ მოშე.
ცნობისთვის: „ისრაელის სახლმა“ ევროპული ალიანსი ისრაელისთვის ფორუმში პირველად 2016 წელს, ოსლოში მიიღო მონაწილეობა. შარშან „ისრაელის სახლი“ კიდევ ერთი ევროპულ ინსტიტუტის - ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ბორდის წევრი გახდა და ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს მართავს. „ისრაელის სახლის“ წარდგინებით, 2018 წელს თბილისი, ევროპის ხუთ ქალაქთან ერთად, ევროპაში წარმოდგენილი იქნება, როგორც მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30