უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 დეკემბერი, 2016 16:20
font-size

Business Georgia-ს ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი „დამზადებულია საქართველოში” გაიმართება

15 დეკემბერს, Business Georgia-ს ორგანიზებით ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება ბიზნეს ფორუმი „დამზადებულია საქართველოში“.

ღონისძიების ორგანიზატორის, BUSINESS GEORGIA-ს განცხადებით, „დამზადებულია საქართველოში“ - აღნიშნული დასათაურებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება სიღრმისეული ინფორმაცია მიიღოს და პასუხი გასცეს ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც გაამარტივებს ადგილობრივი ბიზნესის როლის სწორად აღქმას და შეფასებას ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, ისევე როგორც ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

თემები, რომელთა განხილვა უშუალოდ აღნიშნული გარემოს მაფორმირებელი მხარეების - სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების მიერ მოხდება მოიცავს შემდეგს:

ქართული პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე: წარმოების სპექტრი, პროდუქტის კონკურენტუნარიანობა - ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტები, ქვეყნის პოტენციალი წარმოების სფეროების მიხედვით, დაკარგული ეკონომიკური ღირებულება, ანუ სარგებელი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა იმპორტის მოცულობის მაღალ დონეზე შენარჩუნებით კარგავს, სავაჭრო ურთიერთობები, როგორც დამატებითი შესაძლებლობა და მისი გავლენა ექსპორტ - იმპორტზე, ქართული ბრენდების წარმატების ისტორიები.

სერვისებისა და პროდუქტების წარმოება საქართველოში, გამოწვევები და შესაძლებლობები: საქართველოს პოტენციალი სერვისებისა და პროდუქტების წრმოებაში,ხელის შემშლელი ფაქტორები მწარმოებლებისათვის და მთავრობის ინიციატივები მათ მხარდასაჭერად, სტარტ-აპების წარმატების ინდექსის განმსაზღვრელი ფაქტორები - იდეა & კრეატივი, ტექნოლოგიური გარემო, ფინანსური რესურსები, საბანკო სექტორის როლი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სტიმულირების პროგრამები.

როგორც BUSINESS GEORGIA-ში აცხადებენ, აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ მოწვეული იქნება როგორც შესაბამისი სამთავრობო უწყებები, ასევე კომერციული და საერთაშორისო სექტორები, მეწარმეები და სტარტაპები, ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების, მედიისა და სავაჭრო პალატების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანიზაციებსა და პირებს ეფექტური ბიზნეს გარემოს ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარების პროცესში.

დამსწრე საზოგადოების რანგში მოწვეული იქნება 300-მდე სტუმარი. მათ შორის იქნებიან მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სავაჭრო პალატების, ფინანსური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციები.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი