უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მარტი, 2018 10:40
font-size

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის დაკითხვა დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის დაკითხვა დღეს განახლდება.

დღევანდელ პროცესზე ბაქრაძე დაცვის მხარის კითხვებს უპასუხებს.

ზაზა ბაქრაძეს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედება.

ის წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, 28 თებერვალს კი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს აღიარებს.

ბაქრაძის განცხადებით, მან 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძის მეგობარს ხელყუმბარა პირადად ჩაუდო. მოწმემ ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევის დროს თქვა, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ბრალდებულები ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე ახდენდნენ.

მისივე ინფორმაციით, მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდნენ ასევე დავით იაშვილი და ირაკლი ფირცხალავა.

ცნობისათვის, ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ახალი გამოძიების პირობებში, ბრალდების მხარე ხუთ პირს – ზაზა ბაქრაძეს, გურამ დონაძეს, ზურაბ მიქაძეს, ირაკლი ფირცხალავასა და და დავით იაშვილს ედავება.

მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - ნიკა გვარამია

1 დეკემბერი, 2020 , 17:54

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 7 დეკემბრიდან, მისი საქმის განხილვის განახლების შესახებ სასამართლოდან აცნობეს. Facebook-ის გვერდზე იგი წერს, რომ ამით "რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო". მისივე ვა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა

1 დეკემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3185 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3253 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მეწარმე სუბიექტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადაივადონ

1 დეკემბერი, 2020 , 17:25

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგ

ჩვენ ახლა პიკში ვართ და ეს პიკი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება – თენგიზ ცერცვაძე

1 დეკემბერი, 2020 , 17:05

ჩვენ ახლა პიკში ვართ და ეს პიკი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება. შემდეგ უნდა დასტაბილურდეს და თანდათან ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირვე

“თბილისი ენერჯის“ კომერციულ მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ

1 დეკემბერი, 2020 , 17:05

3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის

ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

1 დეკემბერი, 2020 , 17:05

15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მ