უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მარტი, 2018 15:55
font-size

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.

სასამართლო სხდომაზე ზაზა ბაქრაძემ მომხდარიდან 6 წლის შემდეგ ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ გარდაცვლილ რობაქიძე იარაღი არ ჰქონდა და ის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა, კერძოდ კი საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მიიტანა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებულმა, ზაზა ბაქრაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე ზაზა ბაქრაძის ჩვენებას სარწმუნოდ მიიჩნევს.

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის თქმით, სხვა ბრალდებულების მსგავსად მასაც ეკუთვნის გირაოთი გარეთ ყოფნა, რადგან ის არის ერთადერთი ბრალდებული, რომელმაც მისი შვილის საქმეზე ბრალი აღიარა.

ამასთან, კიდევ ერთი ბრალდებული გურამ დონაძე აცხადებს, რომ ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს წინაშე იცრუა.

სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის ფონზე წარიმართა.

სასამართლო დარბაზში დაპირისპირება გურამ დონაძის რეპლიკას მოყვა. მან რობაქიძის ოჯახს ე.წ. დაზარალებული უწოდა.

დონაძეს ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ე.წ. სიტყვის გამოყენება მისთვის შეურაცხმყოფელია.

სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სოსო რობაქიძემ და მისი ოჯახის ახლობლებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 სექტემბერი, 2020 , 17:50

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშ

ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. უწყების ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 37,240 ლარი

აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

24 სექტემბერი, 2020 , 14:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავი

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლ

კიბერდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში განხორცილებული ღონისძიებების შედეგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.