უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 ოქტომბერი, 2018 15:00
font-size

ბუცხრიკიძემ თქვა, მართალია მე ვარღვევ კანონს, მაგრამ გავცემ ამ თანხას, სხვა გზა არ მაქვსო - გიორგი ქურდაძე

ომეგა 2 -ის გენერალური დირექტორი, გიორგი ქურდაძე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, თიბისი ბანკში თანხის გაცემა საღამოს 8 საათამდე ხდება.

გიორგი ქურდაძემ “მედიანიუსთან” საუბარში განმარტა, თიბისი ბანკში მუშაობს ორი სქტორი - ერთი ფიზიკური პირებისთვის - 20:00 საათამდე, მეორე - იურიდიული პირების მომსახურების სექტორი კი, მუშაობას 18:00 საათზე წყვეტს.

შესაბამისად, ომეგა 2-ის დირექტორის თქმით, ვინაიდან საქმე ეხებოდა კომპანიის ანგარიშიდან თანხის გატანას, მომსახურება უნდა მომხდარიყო იურიდიულ სექტორში.

საუბარია, 2016 წლის აპრილში კომპანია ,,ოლიმპუსის“ ანგარიშიდან ჯამში 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი დოლარის გატანაზე, რომელიც როგორც რამდენიმე დღის წინ ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა აღნიშნა, მისგან ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა.

გიორგი ქურდაძემ დეტალურად გაიხსენა 2016 წლის 21 აპრილი, როდესაც მარჯანიშვილზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ახლად შექმნილი კომპანია ,,ოლიმპუსის“ დირექტორებთან ალექსანდრე ხაჩიშვილთან და დავით ფანქველაშვილთან ერთად მივიდა. მათ თან ახლდნენ ასევე ოჯთ-ს დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე და ლევან ყიფიანი.

ომეგა 2-ის დირექტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ახლად შექმნილი კომპანიის წარმომადგენლებს იმ მომენტისთვის არ გააჩნდათ სრულყოფილად დოკუმენტაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, მათზე თანხა მაინც გაიცა, თანაც არასამუშაო დროს.

,, მარჯანიშვილზე, ცენტრალურ ფილიალში თიბისი ბანკის არის 2 სექტორი; ერთი არის, რომელიც ემსახურება ფიზიკურ პირებს და მეორე, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს.

იურიდიული პრების მომსახურების სექტორი მუშაობს 18: 00 საათამდე, მისი საოპერაციო განყოფილებაც.

ჩვენ არ მოგვცეს ეს თანხა მაშინვე, ვინაიდან საბუთები არ იყო წესრიგში, აკლდა Incumbency-ის სერთიფიკატი და ანგარიში არ იყო აქტიური. შესაბამისად, მოგვიწია ლოდინი. რომ მივედით შუადღეს, დაახლოებით 2 საათზე, 6 საათამდე ეს ნებართვა, რომელსაც ელოდებოდა ოპერატორი და სალარო, რომ მიეცათ შესაბამის დეპარტამენტებს, არ მოუვიდა. ამიტომ, ის განყოფილება დაიხურა და შემდეგ უკვე როცა მოვიდნენ ხაზარაძე და ბუცხრიკიძე, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს თანხა გაცემულიყო. ეს იყო უკვე დაახლოებით საღამოს 8-ის 20 წუთზე“, - განაცხადა ქურდაძემ.

მისი თქმით, ის, რომ თანხის გაცემა კანონდარღვევით ხდებოდა, დაადასტურა, თავად ადგილზე მისულმა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემაც.

,,ბუცხრიკიძემ თქვა, მართალია მე ვარღვევ კანონს, ვარღვევ რეგულაციებს, მაგრამ მე გავცემ ამ თანხას, სხვა გზა არ მაქვსო. ჩვენ რომ დავინტერესდით, რომ დახურულია იურიდიული მომსახურების სექტორი და რანაირად უნდა მიგვეღო თანხა, გვითხრა, რომ ამ თანხას მიიღებთ ფიზიკური პირების სექტორიდანო. გაგვაგზავნეს ფიზიკური პირების მომსახურების სექტორის მხარეს და იქიდან მოხდა ამ თანხის გამოტანა.

სანამ ეს პროცედურა ჩავამთავრეთ - თანხის მიღების, ჩათვლის, ჩალაგებისა, ბანკი უკვე დაკეტილი იყო. კლიენტებს აღარ უშვებდნენ ბანკში. ვინც დარჩენილი ვიყავით ბანკში, ისინი გავდიოდით.რეალურად ვიყავით მარტო ჩვენ - დავით ფანქველაშვილი, ალექსანდრე ხაჩიშვილი, ნიკოლოზ ასანიძე, მე - გიორგი ქურდაძე და ლევან ყიფიანი.

მეორე კითხვა ასეთი ისმის ბატონ ხაზარაძის მიმართ, თუკი ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვქონდა, რასაც ის ამბობს, თუკი ჩვენ პრობლემა არ გვქონდა, დოლარებში მილიონების გატანის, რატომ არ მოგვცეს ეს თანხა, როცა მივედით მაშინვე და რატომ გვალოდინეს 6 საათი? ეს ხდება მაშინ, როცა ანგარიში აქტიური არ იყო, რეგულაციები რომ არსებობს და კანონები, რომელთა მიხედვიღაც მან უნდა იმოქმედოს. თვითონვე გვითხრა ბუცხრიკიძემ, ვარღვევ მე ამას ყველაფერსო, მომიწევსო ამაზე ახსნა-განმარტებების მიცემა უცხოეთშიო, შემეკითხებიან, სპეციალური ფორმები ივსებაო.

რაც შეეხება თანხის გამოტანის შემდგომ პროცესს, ის ხაჩიშვილმა გამოიტანა და ლევან ყიფიანის მითითებით ჩადო მანქანაში, რომელიც მოვიდა იქ“, - განაცხადა ქურდაძემ.

მისივე თქმით, 21 აპრილს თანხის მხოლოდ ნაწილის გატანა მოხერხდა, თანხის დარჩენილი ნაწილის მიღება კი, მომდევნო დღეს მოხდა.

,,იმ დღეს გვითხრეს, რომ თანხა მთლიანად არ ჰქონდათ და მეორე დღეს დაგვირეკეს, მობრძანდითო, მივედით და ნახევარ საათში გამოვედით ბანკიდან“, - ამბობს გიორგი ქურდაძე.

არსებული დოკუმენტაციის, კერძოდ, ქვითრების თანახმად, პირველი ტრანზაქცია — 1მლნ აშშ დოლარი — 2016 წლის 21 აპრილის საღამოს 8-ის 22 წუთზეა შესრულებული. მეორე ტრანზაქცია (781 000 აშშ დოლარი) კი- მეორე დღეს, 22 აპრილს 12:25 საათზე.

ნინო ექვთიმიშვილი

რა საქმიანობებია დაშვებული საგანგებო მდგომარეობის დროს - მთავრობის დადგენილება

31 მარტი, 2020 , 20:24

საქართველოს მთავრობა აქვეყნებს დადგენილებას, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებული საქმიანობები არის განსაზღვრული. კერძოდ, მთავრობის დადგენილების მიხედვით: 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება

16 წლამდე ასაკის მოზარდის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება

31 მარტი, 2020 , 15:50

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

31 მარტი, 2020 , 15:44

მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთი

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

31 მარტი, 2020 , 12:50

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალუ

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა

31 მარტი, 2020 , 12:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწე

პოლიცია ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს

31 მარტი, 2020 , 10:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინ