უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

18 აპრილი, 2019 13:38
font-size

ბზა - ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები

ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, მის სახედარს ზოგი თავის სამოსს უფენდა ფეხქვეშ, ზოგი - პალმის ტოტებს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.

ბზის შესახებ გამოცდილების გაზიარებისთვის ჰიპერმარკეტების ქსელის „გორგიას“ ფლორისტს დავით ჩანგიანს ვეწვიეთ.

გორგიაში“ მცენარეების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრისთვის. ასევე, გვაქვს ყველა საჭირო აქსესუარი, რაც მათი მოვლისთვისაა საჭირო. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ინტერესი ბზასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითმა ინტერვიუს დროს.

ბზა მარადმწვანე, ყინვაგამძლე, ყვავილოვანი დაბალი ბუჩქი ან ხეა, რომელსაც 70-მდე სახეობა აქვს. ყველაზე გავრცელებული სახეობაა კავკასიური ბზა. მცენარე 2-დან 12 მეტრამდე იზრდება, რაც დამოკიდებულია ბზის სახეობაზე. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია და არც განსაკუთრებულ ცოდნას საჭიროებს. ბზა ხარობს ნებისმიერ ტემპერატურასა და სინესტეში. ის თავს კარგად გრძნობს ღია სივრცეში, კარგად ეგუება მზეს. მას უყვარს დიდი რაოდენობის წყალი, თუმცა სიმშრალესაც კარგად უძლებს.

ბზა, მისი ნელა ზრდის გამო, ადვილად ექვემდებარება კრეჭას, მარტივად შესაძლებელია, მიეცეს ნებისმიერი ფორმა, რის გამოც მისი გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია ლანდშაფტის დიზაინში. ბზის გაკრეჭისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული, რადგან ახალამოსული ღეროები უფრო იოლად იღებს ნებისმიერ ფორმას.

მისი გადარგვა და დარგვა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა ყველაზე სასურველი პერიოდი მაინც შემოდგომაა. გადარგვისას ძირითადად მოღრუბლული ამინდი ირჩევა. ნიადაგი გასუფთავებული უნდა იყოს სამშენებლო მასალების ნარჩენებისა და ყვითელი ქვიშისგან. ბზის მცირე ბუჩქს სააღდგომოდ „გორგიაში“, სულ რაღაც, 3 ლარად და 99 თეთრად შეიძენთ.

როგორც „გორგიას“ ფლორისტმა გვითხრა, ბზის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის ფოთლებსა და ძირს. ჯანსაღი ბზის ბუჩქი სავსე და მკვეთრი მწვანეა. მოყვითალო, ან გახუნებული ფოთლები, მწერები მის არასიჯანსაღეზე მეტყველებს. ამ დროს მცენარის გადასარჩენად აუცილებელია მისი შეწამვლა. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზას სამკურნალოდ იყენებდნენ. ბზის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენებოდა ხველების, ცხელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და მალარიის დროს. დღევანდელ დღეს ჰომეოპათიურ მედიცინაში ბზა წარმატებით გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ბზის ზოგიერთი სახეობა შხამიანია და ამიტომ მას თანამედროვე მედიცინაში არ გამოიყენებენ.

NS

როგორ შევარჩიოთ სწორად ლამინირებული იატაკი-პროფესიონალის რჩევები

23 ივლისი, 2019 , 11:36

ზაფხული საუკეთესო დროა  მშენებლობისა და რემონტისათვის. სახლისა, თუ აგარაკის რემონტისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იატაკის მოპირკეთებაა. დღეს ბაზარზე იატაკის მოსაპირკეთებელი მასალის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი

ბენტლი წარადგენს FLYING SPUR FIRST EDITION ექსკლუზიურ მოდელს, ელტონ ჯონის ფონდის საქველმოქმედო საღამოზე

22 ივლისი, 2019 , 16:31

-დახვეწილი ოთხ-კარიანი გრან ტურერი, გამოშვებულია შეზღუდული ტირაჟით და პირველად წარდგენილი იქნება ელტონ ჯონის ფონდის საღამოზე. -ლიმიტირებული სერიის ავტომობილი წარდგენილი იქნება საქველმოქმედო აუქციონზე. შემოსული სახსრები მ

BENTLEY ახალი ხედვა GRAN TURISMO კლასის მომავალზე , წარმოდგენილია განსაკუთრებული მოდელით BENTLEY EXP 100 GT

15 ივლისი, 2019 , 14:53

BENTLEY EXP 100 GT , მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მდიდრული საავტომობილო ბრენდის 100 წლის იუბილის დღეს, განსაზღვრავს მდიდრული მოგზაურობის მომავალს. ახალი კონცეპტუალური ავტომობილი - ბენტლის მომავლის განსახიერება - განსაზ

სარგის კაკაბაძის არქივის გამოფენა გრძელდება

10 ივლისი, 2019 , 15:10

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „სარგის კაკაბაძე“ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიკოსის, ფილოლოგისა და არქივისტის, სა

„წერის არქიტექტურა“ - შემოქმედებითი წერის მასტერკლასი სტუდენტებისთვის

9 ივლისი, 2019 , 15:45

ლევან ბერძენიშვილი, ანნა კორძაია - სამადაშვილი, ნატო ინგოროყვა, დავით გაბუნია და ზაალ ჩხეიძე  - ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც 6 და7 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურული კონკურსის ისტორიაში 

100 წლის იუბილის დღეს კომპანია BENTLEY წარადგენს GRAN TURISMO კლასის მომავალს

3 ივლისი, 2019 , 15:56

10 ივლისი, 2019 წელი, დღე როდესაც კომპანია Bentley Motors აღნიშნავს 100 წლის იუბილეს, ლეგენდარული ბრიტანული ავტო მწარმოებელი მსოფლიოს წარუდგენს Gran Turismo კლასის მომავალს. Bentley EXP 100 GT - წარმოადგენს, საუკუნოვან წ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს