უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 აგვისტო, 2018 11:45
font-size

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად პაციენტებისთვის ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერები მცირდება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სიახლეა - პროგრამის კიდევ უფრო ეფექტიანი განხორციელების მიზნით, პაციენტებისთვის ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერები მცირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, სახელმწიფო უზრუნველყოფს მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო კვლევების ფარგლებში C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური ტიპის კვლევის ღირებულების დაფინანსებას, რაც 140 ლარით გააიაფებს კვლევების ჯამურ ღირებულებას, ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინანსურ ბარიერს.

გარდა ამისა, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფართოვდება პროგრამით მოსარგებლეთა არეალი და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩართვისათვის საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება. ამ დრომდე აღნიშნული ჯგუფისათვის სპეციალური შეღავათი არ მოქმედებდა.

სერვისებით გეოგრაფიული მოცვის გაზრდის მიზნით, იწყება პროგრამის მასშტაბური დეცენტრალიზაცია. ეს კი გულისხმობს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ღონისძიებების გავრცელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება მინიმუმ ერთი სამკურნალო ცენტრი. პროცესში ასევე, ჩაერთვებიან ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფების - ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის.

“მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. თუ ამ დრომდე პროგრამაში რეგისტრაციისთვის პაციენტს უწევდა სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტი, ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია გადადის მუშაობის ონლაინ ფორმატზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს მკურნალობის დასაწყებად.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში მკურნალობა დამაჯარებელი წარმატებით მიმდინარეობს, უფასოა ძვირადღირებული მედიკამენტი და საჭირო კვლევების მნიშვნელოვანი წილის თანაგადხდა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ, მოსალოდნელზე დაბალია მოსახლეობის მომართვიანობა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ეს კი ქმნის საშიშროებას, რომ სრულად ვერ იქნეს ათვისებული ის უძვირფასესი საჩუქარი, რომელიც საქართველოს ერგო და სამწუხაროდ, ამის ნიშნები უკვე არსებობს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას ჩაიტარონ C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, ჩაერთონ მკურნალობის პროგრამაში და დროულად გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაში უსასრულოდ არ გაგრძელდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) ქვეყანაში ერთერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

18 ივნისი, 2019 , 13:07

საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს. პლატფორმა საკუთარი ვებგვერდისა და სოციალურ

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18 ივნისი, 2019 , 10:25

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 სა

პაშა ბანკმა დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობა გაუწია

17 ივნისი, 2019 , 23:45

პაშა ბანკის სპონსორობით, ბათუმში, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდა. აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და დსთ-ს, კავკასიის რეგიონისა და

ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

17 ივნისი, 2019 , 23:33

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. „შეხვედრაზე იყო საუბარი უ

ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე

17 ივნისი, 2019 , 17:16

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, შემოთავაზების ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი. აქციის პირობების თანახმად უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე, ხოლო თავდების უზრუნვ

სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს - მეუფე პეტრე

17 ივნისი, 2019 , 17:00

"სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს" - ამ განცხადებით ეხმაურება მეუფე პეტრე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემე