უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 ოქტომბერი, 2018 10:45
font-size

ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა - ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანზე

,,ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დეტალურად იხსენებს, როგორ მოსთხოვა მას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელით ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა.

როგორც ოქუაშვილმა ,,კვირის აქცენტებში" ლონდონიდან ჩართვისასა განაცხადა, მან ფარცხალაძის მოთხოვნილი თანხის შესახებ სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს შეატყობინა, რომელიც თავის მხრივ ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და ეს ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც თავად კვირიკაშვილი შეხვდა ივანიშვილს და მას უთხრა, რომ ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილისგან 4 მილიონს ითხოვდა.

ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ლევან ყიფიანის საქციელმა გააღიზიანა და მისი დასჯა ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს მოსთხოვა.

„იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ სჯობს. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. იმ სახლის სარდაფში ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ რომ ლევანი რომ წავიდა იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს ყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ამ სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო,“-ამბობს ოქუაშვილი.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ ლევან ყიფიანმა თავად უამბო. ოქუაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ ივანიშვილი მიხვდა, რომ ბიზნესმენი ფულს დაშინების მიუხედავად არ გადაიხდიდა და ამიტომ ოთხი მილიონი თავად მოსთხოვა.

„პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა, ჩხარტიშვილი, გახარია - იქ იციან მეტი... ლევანი იყო მეორე ხაზზე, კვირიკაშვილი მესამეზე იყო ალბათ. დამატებით, მათ ვერ შეძლეს ჩემი და ჩემი ხალხის დაშინება, რომ ის ოთხი მილიონი მიმეტანა და რადგან ვერ შეძლეს და იყვნენ იძულებული, რომ ივანიშვილი ჩაერიათ და მას პირადად მოეთხოვა. ივანიშვილი იძულებული გახდა თვითონ ეთქვა, ჯერ ვერ მივხვდი მაჩვენებდა ასე ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, ბიჭები თვითონ იყო რეალურად,“-ამბობს ოქუაშვილი.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრას, სადაც მას ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

ოქუაშვილის თქმით ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში.

„ივანიშვილმა 4 მილიონი, რომ მთხოვა, ესწრებოდნენ ივანიშვილი, გახარია, ლევანი და მე ვიყავი იქ. გახარია გახლდათ ომბუდსმენი. ომბუდსმენი კარგად აგროვებდა პრობლემებს,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

გარდა 20 ივნისისა, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის - სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ელენე ხოშტარია

12 დეკემბერი, 2025 , 13:19

მახსოვს ყველა „ქოცის“, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, „გაპრავება“, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტ

ყველგან საწამლავი, არსად მოწამლული. ასეთი რეალობის წინაშე აღვმოჩნდით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაპუტულ თუთიყუშამდე დავიდა - შალვა პაპუაშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 12:59

ყველგან საწამლავი, არსად მოწამლული, ისევ თუთიყუშების ვერსიას „მიაწვეთ“, ეს სჯობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ახლ

20 ივნისის საქმე იქნება აუცილებლად სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და დადგება რეალური დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი - „გახარია საქართველოსთვის“

11 დეკემბერი, 2025 , 16:28

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას, – ა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია - ბედრია სიჭინავა

11 დეკემბერი, 2025 , 16:19

საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებით დადასტურებულია, რომ არალეტალური იარაღის - რეზინის ტყვიების გამოყენებ

აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება - ჯო უილსონი

11 დეკემბერი, 2025 , 12:46

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში OC Media-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშილის ქმარი, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იუ

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე: დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას

10 დეკემბერი, 2025 , 15:08

დაანონსებული იყო დამხობის აქცია, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელ